თურქი ტრანსსექსუალების სილამაზის კონკურსი (+10 ფოტო)

თურქი ტრანსსექსუალების სილამაზის კონკურსი (+10 ფოტო)

თურქეთში, სტამბულში პირველად ჩატარდა ტრანსსექსუალების სილამაზის კონკურსი.

წვეულება ფოტოგრაფმა სედატ სუნამ გადაიღო. ის მონაწილეებს კულისებშიც შეხვდა, სადაც როგორც ამბობს, მეგობრული გარემო სუფევდა და კონკურსანტები ერთმანეთს მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. კონკურსს 500 სტუმარი ესწრებოდა, ხოლო ჟიური 8 წევრისგან შედგებოდა. კონკურსის გამარჯვებული იანკი ბეირამოგლუ გახდა.

ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება დისკრიმინაციას განიცდის. როგორც ადვოკატთა ჯგუფ LGBT Turkey-ში საუბრობენ, ქვეყანაში 2002 წლიდან 70 ტრანსსექსუალი მოკლეს. 2011 წლის ანგარიშში, რომელიც Amnesty International-მა წარადგინა, ვკითხულობთ, რომ თურქეთში სიძულვილი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი ხალხის მიმართ დიდია: მათზე ძალადობა, თავდასხმა, მკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ ფაქტებზე ოფიციალური პირები არ რეაგირებენ. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს