სამსახურის მაძიებელი გასაუბრებაზე გაშიშვლდა

სამსახურის მაძიებელი გასაუბრებაზე გაშიშვლდა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გასაუბრებაზე ზედმეტად ექცენტრულად იქცევიან. ამ მხრივ 32 წლის მუკრა მირზამ "გამოიჩინა თავი".

იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურენტებისგან (ვაკანსია - IT სპეციალისტი) რადიკალურად გამოირჩევა და ვაკანსიის ღირსია, დაწესებულების უფროსის წინაშე სრულიად მოულოდნელად გაშიშვლდა და ცეკვა დაიწყო. ქორეოგრაფიული ნომერი აუდიტორიაში მყოფი ყველა ადამიანისთვის დიდი სურპრიზი აღმოჩნდა. რა გასაკვირია, რომ კომპანიიდან უარით გამოისტუმრეს.

"დისკო-დივა პერფორმანსისთვის" მუკრას წერილი გადასცეს, სადაც ეწერა: "სიმღერის It’s Raining Men თქვენეული კარაოკე ვერსია ძალიან მოგვეწონა, მაგრამ გაშიშვლება ზედმეტი იყო. ის ფაქტი, რომ შუა აღმოსავლეთიდან ქალების სექს-ტრეფიკინგში იყავით ჩართული, ნამდვილად არ წარმოადგენს "დიდ უპირატესობას", როგორც თავად ამტკიცებთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და გირჩევთ, ვიდრე სხვა გასაუბრებაზე წახვალთ, ექიმს გაესინჯოთ".

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს