"რა მოხდება, თუ ოფიციალურად განვაცხადებთ, რომ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოზე"

"რა მოხდება, თუ ოფიციალურად განვაცხადებთ, რომ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოზე"

ტელერადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი მოვლენების შესაძლო განვითარების პერსპექტივებს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ოფიციალურად გამოვაცხადებთ, რომ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოზე.

"სერიოზულად მაინტერესებს, რა მოხდება, თუ საქართველო ოფიციალურად გამოაცხადებს (არა კულაურულად გააბამს პუტინთან ამაზე ვაჭრობას, როგორც ამას მიშა აკეთებდა, თურმე, თავისივე აღიარებით), რომ იგი მზადაა უარი განაცხადოს ნატოზე, თუ რუსეთი უკან წაიღებს თავის აღიარებას და მოახდენს ოკუპირებული ტერიოტრიების დეოკუპაციას? (ანუ მხოლოდ მზადყოფნას გამოვთვამთ უარს კი არ ვიტყვით.) იმის ილუზია არ მაქვს, რომ რუსეთი ამაზე დათანხმდება, მაგრამ, პუტინს მოესპობა საკუთარ ქვეყანაში ანტიქარტული პროოპაგანდის მასალა, რომ აი, დამპალი საქართველო ამერიკელებს მიეყიდა და მზადაა რასაც ისინი უბრძანებენ ის გააკეთოს და რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ნატოში შევიდეს და ასევე ( რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) მოესპობათ პროპაგანდის მასალა ქართველ რუსეთუმეებს, რომლებიც ხალხს ტვინს ურეცხავენ, რომ თუ ნატოში არ შევალთ, რუსეთი აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს. ჩვენ რა დაგვაკლდება ამ ნაბიჯით, თქვენი აზრით, იმ ფონზე, როდესაც მაპსაც ვერ გვაძლევენ?

ანუ შენ ამ ნაბიჯით, უარს კი არ ამბობ ნატოზე, უბრალოდ, მზადყოფნას გამოხატავ, რომ ვიტყვი უარს, თუ დამიბრუნებ და სანამ არ დამიბრუნებ, გავაგრძელებ სწრაფვას. რუსეთი ამაზე რომ არ დათანხმდება და რუსეთუმეები რომ პირშიჩალაგამოვლებულები დარჩებიან, ეს არაა პატარა საქმე, რადგან დღეს ბურჯანაძე სწორედ ამ არგუმენტით იმრავლებს მომხრეებს და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ მოიმრავლებს და მერე მთელ საქართველოს დააჯერებს, მე თუ ამირჩევთ, მე ვიტყვი უარს ნატოზე და რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთსო, ხოლო ჩვენ თუ იმას ვიზამთ, რაც მე ვთქვი, პრორუსული პოლიტიკა მკვდარია!

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, რომ ასეთი მზადყოფნის გამოხატვის შემთხვევაში დასავლეთი ჩვენ ზურგს შეგვაქცევს, ეს არის სრული სისულელე! უკრაინამ მზადყოფნა კი არა საერთოდ უარი თქვა ნატოზე, მაგრამ დასავლეთი მაინც ბოლომდე გვერდში უდგას, ასოცირებას სთავაზობს და იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ჩვენ 2008 წელს დაგვეხმარა. ჩვენს გამო რუსეთისთვის მაშინ სანქციებიც კი არ დაუწესებიათ!", - წერს მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს