თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"პლანეტაზე გვაქვს 196 ქვეყანა, განვითარებული აქედან ზუსტი რიცხვი თვლით არ ვიცი რამდენია, ჰა, ჰა, 30-ს ვვარაუდობ, დაახლოებით, რაც დილიდან გადავთვალე. კაცმა რომ თქვას, ასეც და ისეც ევროპელობა მირჩევნია სუპერსახელმწიფოებს შორის ჭყლეტაში მოყოლას. განვითარებულ სამყაროსთან დღევანდელი მიახლოების ოფიციალური დადასტურება მიხარია.

მაგრამ მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში, თორემ უხასიათოდ შევიქნები...

რაღაც შემოუთავაზებიათ. იარუსზე დაგვსვეს. ნუ კარგი, რა გაეწყობა, დავიწყოთ ასე და მერე იდაყვებით მივწი-მოვწიოთ, გავიკვლიოთ ლოჟისკენ გზა. ახალგაღვიძებულს ძალიან მინდოდა მაპი, კონკრეტულად მაპი, მაგრამ დიდხანს ნერვიულობა არ შემიძლია და დავყაბულდი. დროებით, ცხადია.

ევროპას რომ უკეთ გავუშინაურდებით და თუ გვეღირსა, ტვინები გაგვისხივოსნდა და ეკონომიკაც კარგად ავამუშავეთ, ამასობაში აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მიუხედავად ათასი შეცდომისა, ერთი სისხლის ვართ და აღვადგენთ ერთ ოჯახად ცხოვრებას და ამასობაში, მერე მაპს რომ მოგვცემენ, აღარ ავიღოთ, ამაყად უკან გავუწოდოთ და ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ.

აი ასე. მოვირგე დიდი პოლიტიკა ოცნებაში.

ამ ჩვენს ერთიციცქნა ქვეყანას საკუთარი ანბანი და ენა ალბათ მტრისგან საიდუმლოს დასაცავად დასჭირდა? ასე თუ ისე, ნამდვილად არ ვართ ხელწამოსაკარავი და არასაინტერესო ხალხი", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება დღეს, ბრიუსელის დროით 09:00 საათზე, თბილისის დროით კი 11:00 საათზე გაფორმდება.

იხილეთ ასევე: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის ხელმოწერა ექნება

ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს