შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის

შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის

ზაფულში და მითუმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებისას ლუდის სმა ბევრ ოჯახში რიტუალურ ხასიათს ატარებს. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახური ტრადიცია პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზეც აისახება, ხშირად გავმხდარვართ მოწმე, როგორ სთავაზობენ უფროსები (ძირითადად, ხუმრობით) პატარებს ლუდის გასინჯვას.

ბავშვიც გრძნობს, რომ ამით უფროსების საყოველთაო მხიარულებას უერთდება და არასოდეს ამბობს უარს შეთავაზებულზე, მეტიც, ჰგონია, რომ ოჯახში შემოტანილ ყოველი ბოთლიდან მასაც ეკუთვნის რამდენიმე ყლუპი. ცოტა ხანში ყლუპები გრამებამდე იზრდება... უფრო სერიოზულია მოზარდების ლუდით გატაცება, პატარებისგან განსხვავებით, ისინი მშობლის თვალისგან მოფარებულნიც მოახერხებენ მის შეძენას. აქ კი დოზას ვეღარავინ გაუკონტროლებს.

გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამ ლუდში 4 მლ სუფთა ალკოჰოლია. მხედველობაში მიღეთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ქიმიური ნივთიერებებიცაა ჩართული. ლუდის სისტემატურად გასინჯვა ბავშვს დროთა განმავლობაში მოთხოვნილებას უჩენს. ეს კი უკვე ალკოჰოლიზმია. სწორედ სპირტის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებით იწყება ეს საშინელი დაავადება, განსაკუთრებით - ბავშვებში.უფროსისგან განსხვავებით, სპირტიან სასმელი უფრო მეტად მოქმედებს ბავშვზე.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს