"აფხაზეთში ბატალიონი "ავაზა" გააწყვეტინა მტერს, თვითონ კი ჩახოცილი ბიჭების იარაღით ვაჭრობდა" - ახალაიას მეუღლე მოწმეზე

"აფხაზეთში ბატალიონი "ავაზა" გააწყვეტინა მტერს, თვითონ კი ჩახოცილი ბიჭების იარაღით ვაჭრობდა" - ახალაიას მეუღლე მოწმეზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხულ ტრისტან წითელაშვილს წარსულში ჩადენილ უკანონო ქმედებებში ამხელს.

"სასამართლოზე მოწმედ იკითხება პროკურატურის მოწმე, თვითმარქვია გენერალი ტრისტან წითელაშვილი, ადამიანი, რომელმაც აფხაზეთში მთელი მისი ბატალიონი "ავაზა" გააწყვეტინა მტერს, თვითონ კი ჩახოცილი ბიჭების იარაღით ვაჭრობდა.

ადვოკატი: რა ფერის თვალები აქვს გიორგი მაზმიშვილს?

მოწმე ტრისტან წითელაშვილი: თვალები როგორ უნდა დამენახა, 25 მეტრიდან თან სიბნელეში

ადვოკატი: აბა ჩვენებაში რატომ გიწერიათ შავი თვალები ქონდაო?

ტრისო: არ მიწერია

ადვოკატი: როგორ არ გიწერიათ? გაჩვენოთ?

ტრისტო: ნუ თუ მიწერია ე.ი. ქონდა...

სასამართლო პროცესი დახურეს, იმ მიზეზის გამო, რომ დარაზში ხალხი ემოციას ვერ იკავებდა ცრუ მოწმეების მიმართ", - წერს ნადარეიშვილი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების რამდენიმე მოწმე დაიკითხა. მათგან ორი მკვლელობის თვითმხილველი პირია. ასევე, დაკითხეს მოწმეები, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წელს კუდის მაღალჩინოსნების დავალებით ცრუ ჩვენება მისცეს გამოძიებას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს