მამაომ აუქციონით შეძენილ მიწაზე მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოაჩინა

მამაომ აუქციონით შეძენილ მიწაზე მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოაჩინა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე მცირე ფართობის რამდენიმე მეასედი მიწა, რომლის საწყისი ღირებულება სულ რაღაც 650 ლარი იყო, აუქციონზე 210 000 ლარად გაიყიდა. მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და აუქციონში გამარჯვებულად მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) გამოცხადდა. ის ვარიანში დიდი ხანია ცხოვრობს და საკუთარი ნაკვეთი აუქციონზე გატანილ ფართის სიახლოვეს აქვს. მიწის შეძენის შემდეგ, სასულიერო პირმა აღმოაჩინა, რომ ნაყიდ მიწაზე საკალმახეა მოწყობილი.

"მე არ ვიცოდი, რომ აქ თევზები იყო. აუქიონში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ მინდა სოფელში მეურნეობა მეწარმოებინა. აუქციონში მონაწილეობას გორის გამგებლის, პაპუნა კობერიძის და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის წარმომადგენლები იღებდნენ. ისინი მომყვნენ აუქციონში და ფასიც ამიტომ აიწია. აქაც გამოჩნდა მათი ინტერესი და ეგონათ, რომ ჩამომიცილებდნენ. მაგრამ არც მე დავთმე და შედეგიც ეს დადგა. ახლა მეუბნებიან, რომ საკალმახეში არსებული თევზი დავთმო" - აცხადებს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

აღნიშნული საკალმახე გორის გამგებლის თანაშეწმეს, გიორგი აფციაურს ეკუთვნის. ეს თავად აფციაურმაც დაადასტურა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა