"ეს ადამიანი გადამწყვეტ მომენტებში იქ დგას, სადაც უნდა იდგეს" - მერაბ მეტრეველი პატრიარქზე

"ეს ადამიანი გადამწყვეტ მომენტებში იქ დგას, სადაც უნდა იდგეს" - მერაბ მეტრეველი პატრიარქზე

ტელერადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი ევროპის მოედანზე პატრიარქის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მართალია, პატრიარქს და ეკლესიას ხშირად აკრიტკებენ რუსეთისკენ უფრო იხრებიანო, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი გადამწყვეტ მომენტებში იქ დგას, სადაც უნდა იდგეს, თან იმ დროს, როცა ეკლესიაშიც და მის გარეთაც ანტიევროპული განწყობები მატულობს. ალბათ, ხვდებით, რა მნიშვნელობა ქონდა ასეთ ვითარებაში მორწმუნეებისთვის მის მისვლას ევროპის მოედანზე გამართულ ზეიმზე, მანამდე კი შტეფან ფულესთან შეხვედრაზე ნათქვამ ფრაზას: „მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს".

მოკლედ, ობიექტურები ვიყოთ და კრიტიკის პარალელურად, როცა კარგს გააკეთებენ, აღვნიშნოთ მაინც!", - წერს მეტრეველი.

"ევროპის მოედანზე" საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამ მოვლენისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

"ჩვენ როგორც არასდროს ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს