შვედეთის მომხიბვლელი პრინცი ყოფილ მოდელზე დაინიშნა

შვედეთის მომხიბვლელი პრინცი ყოფილ მოდელზე დაინიშნა

შვედეთის პრინცი, ფილიპი დაინიშნა. მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვიას 35 წლის ვაჟს 29 წლის ყოფილი მოდელი, სოფია ჰელკოვისტი მოჰყავს ცოლად. ამის შესახებ შვედეთის სამეფო სახლის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

"სოფია თანახმაა, მთელი სიცოცხლე ჩემ გვერდით გაატაროს", - ციტირებს პრინცის სიტყვებს სამეფო სახლის პრეს-სამსახური.

ქორწილის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა წინასწარი ვარაუდით, ცერემონია 2015 წელს  გაიმართება.

პრინცი და მისი რჩეული ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან. ფილიპი ოჯახის მეორე შვილი და ერთადერთი ვაჟიშვილია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს