"ყველასგან ველოდი გადაგდებას, ალასანიას გარდა" - რატომ გაანაწყენა მინისტრმა ინგა გრიგოლია

"ყველასგან ველოდი გადაგდებას, ალასანიას გარდა" - რატომ გაანაწყენა მინისტრმა ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაანაწყენა. ამის შესახებ გადაცემა "რეაქციის" წამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მოკლედ)))))) ბევრი რომ არ გავაგრძელო)))) თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისის ,,რეაქციაში,, გვაყირავა))))) მისმა პრეს-მდივანმა გვითხრა "გადაიგეგმაო")))))) ხოდა ბ-ნო თავდაცვის მინისტრო, ჩვენ კი არ გვაყირავა თქვენმა პრეს-ცენტრმა ან თქვენ....)))) ის ხალხი აყირავა, ვისაც თქვენგან იმის მოსმენა და ახსნა სჭირდებოდა, რას ნიშნავდა ეს ისტორიული 27 ივნისი საქართველოს მომავლისა და მათი ოჯახებისთვის))))) ჩვენ კიდევ ბევრ გადაცემას გავაკეთებთ მაყურებლისთვის საინტერესოს, მაგრამ იმ ფილმში როგორაა, "ფეოლაში"???? - დაცვას მიხედეთ..... დაცვას))))))))))

p.s.... ყველასგან ველოდი გადაცემაში გადაგდებას, ალასანიას გარდა)))))))))წარმატებები,ბ-ნო თავდაცვის მინისტრო))))))

არადა, უნდა ვაღიარო - ჩემი ფავორიტი იყო მთავრობაში და თურმე პრესს-მდივნები აწარმოებენ მის გადაგეგმვას((((((((((", - წერს გრიგოლია.

შეგახსნებთ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს