სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი, პროკურორი რევაზ მამადაშვილი 29 ივნისს საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.
რევაზ მამადაშვილი, 54 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ვეღარ მიუსწრო.
შეგახსენებთ, მამადაშვილის გახმაურებულ საქმეებს შორის ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილისა და ადიგენის ყოფილი გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის საქმეები იყო.