დიპლომატი და გადაცემა "ვის უნდა 20 000"-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე პოეტ დავით-დეფი გოგიბედაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც ის საქართველოში ფერადკანიანი ადამიანების მიმართ რასისტული მოპყრობის ფაქტებზე საუბრობდა.
"ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა გვერდზე დაგვრჩება თუ თავად ჩვენ არ შევიცვლებით. სანამ სხვის პატივისცემას არ ვისწავლით, ვირბენთ ასე "ტაბურეტკებით"!
როცა 2000-იანების დასაწყისში გადაწყდა პეკინში ოლიმპიადის ჩატარება ჩინეთის ხელისუფლებამ სოციალური რეკლამის რგოლების ტრიალი დაიწყო ტელევიზიით, რომ საკუთარი მოსახლეობა 2008 წლისათვის მოემზადებია. გაგიკვირდებათ და ამ რგოლებში მოსახლეობას ასწავლიდნენ როგორ გაეხეხათ კბილები, არ ეფურთხებინათ, გამვლელებისათვის ხელი არ ეკრათ და ტრანსპორტში ფეხმძიმე ქალისათვის ადგილი დაეთმოთ.
მგონი ის დროა ჩვენმა მთავრობამაც იგივე გააკეთოს და შეახსენოს მავანთ, თუ როგორი შეურაცხმყოფელია, როცა რუსი "ჩერნოჟოპის" გიძახის !!!", - წერს გამყრელიძე.