"მიშას დაჭერის სურვილის გამო, ევროპელი პრეზიდენტების დაკავება რომ გაგვახარებს, ტეხავს" - გამოხმაურება სარკოზის დაკავებაზე

"მიშას დაჭერის სურვილის გამო, ევროპელი პრეზიდენტების დაკავება რომ გაგვახარებს, ტეხავს" - გამოხმაურება სარკოზის დაკავებაზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" ეხმაურებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ტყუილა გიხარიათ სარკოზის ამბავი, არ დაუჭერიათ. შეაყოვნეს პროცესზე, მაგრამ ეს სხვა თემაა. მიშას დაჭერის სურვილის გამო, ევროპელი პრეზიდენტების დაკავებაც ნუ გაგვახარებს ასე. ტეხავს

თან მაგრად ტეხავს ამ ამბავს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რომ ავრცელებს :) ურჩიეთ, რომ მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ნისუია და მის გვერდს ალბათ საფრანგეთის საელჩო ეცნობა.

ამ ქვეყანას მხოლოდ პრემიები, ისიც 300% იანი, შერჩევითი სამართალი თუ ააშენებს. აი, მაგალითად წინა ხელისუფლების წარმომადგენელთან ბიზნესები თუ დაალაგე "მერიოტში" რომ ზის და ყავას რომ სვამს შენთან ერთად და ვინც ჩვენება არ მოგცა იმას რომ დევნი :) ეს ააშენებს ქვეყანას მარტო...

სარკოზი კი შეჭამს კრუასანს 24 საათში მაქსიმუმ და თურმე მზეც ანათებს ეიფელს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! აქ რომ ისევ ზამთარია. ეხლა მთავარია არ მოთოვოს.

გოგა ხაჩიძე:

გაითვალისწინე მეგობარო!

თუ ფრაზა - "სარკოზი დააკავეს" ისე ჩაგესმის, თითქოს "მალე მიშასაც დააკავებენ" და ფიქრობ, რა ბედნიერი დღე გაგითენდა, ე.ი. ნატურალური ქოცი ხარ და საშიში აღარაფერია, რადგან ზუსტი დიაგნოზი უკვე იცი.

წარმატებები შენს საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების გზაზე!

ისე ცნობისთვის, სარკოზი არ დაუკავებიათ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით დააკავეს. ინფორმაციას "როიტერი" სასამართლოს წყაროზე დაყრნდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზი ამ დილით პარიზის გარეუბანში, ქალაქ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში მივიდა.

"სარკოზი დაბარებული იყო ნანტერში და ჩვენების მიცემის მიზნით დააკავეს", - ციტირებს სააგენტო წყაროს ინფორმაციას.

ამასთან, "ფრანს პრესის" ინფორმაციით, გამოძიებას ქვეყნის ყოფილი ლიდერის დაკავების უფლება მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აქვს. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სარკოზი ჩვენებას აძლევს საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება კორუფციის თაობაზე მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს