გაბრაზებულმა მამაკაცმა ბანკში იატაკზე მოისაქმა

გაბრაზებულმა მამაკაცმა ბანკში იატაკზე მოისაქმა

ინგლისის საგრაფო ჰემპშირის ქალაქ ანდოვერში უჩვეულო ინციდენტი მოხდა - გაბრაზებული მამაკაცი ბანკში შევიდა და პირდაპირ იატაკზე მოისაქმა. ბანკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი დაახლოებით 40 წლისაა და მელოტია.

"ბანკში უამრავი კლიენტი ირეოდა, შესაბამისად, ამ მამაკაცისთვის თავდაპირველად დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. როგორც ამბობენ, მელოტია და დაახლოებით 40 წლის იქნება, შორტებში იყო გამოწყობილი. არაფერი უთქვამს, თორემ მიხვდებოდით, რომ ძალიან გაბრაზებული იყო", - ამბობს თვითმხილველი.

როგორც ბანკის თანამშრომელი გარეტი ამბობს, "მოულოდნელად შენობაში უსიამოვნო სუნი გაჩნდა და ინციდენტის გამო რამდენიმე წუთით დაწესებულების დახურვა გახდა საჭირო. წარმოგიდგენიათ, მან ძალიან მშვიდი სახით დატოვა შენობა. ეხლაც ვერ ვხვდებით, რა მოხდა".

ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს