ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შეწყვეტის შემდეგ ქალებს 6 თვის მანძილზე დაფეხმძიმება უჭირთ

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შეწყვეტის შემდეგ ქალებს 6 თვის მანძილზე დაფეხმძიმება უჭირთ

აღმოჩნდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ქალის მომავალი ნაყოფიერებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ძლიერი ჰორმონები რეპროდუქციულ სისტემას "აბერებს". ექიმები არ ფიქრობენ, რომ ეს ფენომენი მუდმივია - ქალების "ბიოლოგიური საათი" უნდა გაიზომოს 3 თვის შემდეგ, როცა აბების მიღებას შეწყვეტენ.

კვლევაში 833 ქალია ჩართული, რომელთა ასაკიც 19-დან 46 წლამდე მერყეობს - ისინი რეპროდუქციულ კლინიკებში მკურნალობენ. ექსპერტებმა გაზომეს ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) და ანტრალური ფოლიკულები (AFC), რომლებიც ნაყოფიერების ინდიკატორია. AMH-ისა და AFC-ის დონე 19 და 16 %-ით ნაკლები იყო იმ ქალებში, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდნენ. ამასთან, ყველაზე დიდი სიმცირე იყო 30 წლამდე ასაკის ქალებში.

"არ გვჯერა, რომ აბებმა სრულიად შეცვალეს საკვერცხეები. თუმცა, ჯერ კიდევ გვჭირდება დრო გავარკვიოთ ე.წ. განახლების ფაზა, რომელიც მაშინ იწყება, როდესაც ქალები აბების მიღებას წყვეტენ. რასაკვირველია, ეს აბები AMH-ის სეკრეციას ცვლის", - ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექიმი კეტრინ ბირ პეტერსენი.

როგორც ექიმები ამბობენ, ქალები ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ ფეხმძიმდებიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს