"შენი გემოვნება საუკუნით წინ არის და ამას ამ ქვეყანაში დიდი ხანი ვერ გაიგებენ" - სოფო სააკაშვილის თბილი დამშვიდობება სტეფანეს

"შენი გემოვნება საუკუნით წინ არის და ამას ამ ქვეყანაში დიდი ხანი ვერ გაიგებენ" - სოფო სააკაშვილის თბილი დამშვიდობება სტეფანეს

"X ფაქტორის" მორიგი ტური სოფო სააკაშვილმა დატოვა. კონკურსის დატოვებამდე სოფო არაერთხელ გადაარჩინეს მენტორებმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფო გვარის გამო არ მიიღო ქართველმა მაყურებელმა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ის თითქმის ყველა ტურზე ბოლო ადგილზე იყო. კონკურსის დატოვების შემდეგ სოფომ საკუთარ მენტორს, სტეფანე მღებრიშვილს "ფეისბუქის" კედელზე თბილი სიტყვები მიუძღვნა.

"დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ მენტორს, რომელმაც სადამდეც შეძლო გადამარჩინა და მომცა საშუალება აქამდე მოვსულიყავი, მე უბედნიერესი ვარ, რომ მომიწია მუშაობა ისეთ პროფესიონალ ადამიანთან ერთად, როგორიც არის სტეფანე, ამ დროის მანძილზე ბევრი ახალი სიმღერა აღმომაჩენინა და ერთ-ერთია Rachelle Farrel -ს i forgive you და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მისი გემოვნება საუკუნით წინ არის და ამას ამ ქვეყანაში დიდი ხანი ვერ გაიგებენ. მიყვარხარ და ამაყი ვარ რომ მე შენს გუნდში ვიყავი, ამაყი ვარ რადგან შენი დახმარებით გავაკეთე ის, რასაც ქვია performance, და ამაყი ვარ რომ გიცნობ love you daddy", - წერს სოფო სააკაშვილი.

როგორც მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, უახლოეს მომავალში ნიუ-იორკში მიემგზავრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს