როგორ ატარებდნენ ბავშვებზე საზარელ ექსპერიმენტებს - ხრამში გადაყრილი ჩვილები და ობლები "სავარჯიშოდ"

როგორ ატარებდნენ ბავშვებზე საზარელ ექსპერიმენტებს - ხრამში გადაყრილი ჩვილები და ობლები "სავარჯიშოდ"

რა მოხდა, თუ კაცობრიობის გადასარჩენად, ვთქვათ, სიმსივნისგან, საჭირო გახდება რამდენიმე შეშინებული ბავშვის უღრან ტყეში დატოვება? ან უბრალოდ სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? გგონიათ, პასუხი ცალსახაა? ყველასთვის სულაც არა. ზოგიერთი მეცნიერი ვერაფერს ხედავს ცუდს იმაში, რომ საკუთარი კვლევებისა და დასკვნების გამო ბავშვებიც კი "გაწიროს".

უღრან ტყეში გამომწყვდეული ბავშვები

1954 წელს თურქმა ფსიქოლოგმა მუზაფერ შერიფმა იფიქრა: რა მოხდება, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი ბავშვები უკაცრიელ ადგილას აღმოჩნდნენ და ერთმანეთის მტრობა ვაიძულოთ? მეცნიერული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ექსპერიმენტის გარდა სხვა საშუალება არ იცოდა და შეაგროვა ჩვეულებრივი 11 წლის ბიჭები ორ ჯგუფად. ბავშვებს სჯეროდათ, რომ საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებოდნენ, სადაც ელოდათ მთებზე ცოცვა, თევზაობა და ჭყუმპალაობა. აზრზეც არ იყვნენ, რომ მათმა მშობლებმა ხელი მოაწერეს თანხმობას (!) შერიფის ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, და არც იმას ეჭვობდნენ, რომ მათუ თანატოლების მეორე ჯგუფიც არსებობდა, სპეციალურად მათთან სამეტოქოდ გამზადებული.

პირველი კვირა ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან ორივე ჯგუფი ერთმანეთისგან შორს იყო. ამასობაში თითოეული ჯგუფის შიგნით ურთიერთობები ჩამოყალიბდა – გარკვეული იერარქია, გამოჩნდნენ ლიდერები და სახელწოდებებიც მოიფიქრეს – ერთმნა ჯგუფმა "არწივები" დაირქვა, მეორემ - "შხამიანი გველები".

როცა თითოეული ჯგუფი ნამდვილ გუნდად იქცა, მათ ნება დართეს, "შემთხვევით" შეხვედროდნენ ერთმანეთს. დაიწყო ექსპერიმენტის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მკვლევრები ყველანაირად ცდილობდნენ, კონფლიქტური სიტუაციები შეექმნათ, მერე კი აკვირდებოდნენ, რამდენად შორს წავიდოდა მტრობა.

დაიწყო კალათბურთისა და თოკის გადაქაჩვის ჩვეულებრივი თამაშებით, პრიზებით გამარჯვებულებისთვის – დასაკეცი დანებით, და დამარცხებულთა დამცირებით. მერე მეცნიერებმა კიდევ უფრო გააღრმავეს კონფლიქტი და ბოლოს მოაწყვეს წვეულება, რომელზეც "არწივები" ცოტა ადრე მიიყვანეს.

პირველად მისულებმა სიამოვნებით მიირთვეს ყველაზე გემრიელი საჭმელი და მეტოქეებს ნარჩენები დაუტოვეს. "გველებმა" თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და გაიმართა ნამდვილი ბრძოლა – თეფშების სროლით. ამ ინციდენტის შემდეგ ყოველთვის, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ცდილობდნენ, რაღაც ცუდი ექნათ. შერიფმა და მისმა გუნდმა რეკორდულ დროში – სამ კვირაში გადააქციეს ჩვეულებრივი 11 წლის ბიჭები აგრესიული ველურების ბრბოდ. გაუმარჯოს მეცნიერებას!

სხვათა შორის, შერიფმა მსგავსი ექსპერიმენტი სამჯერ ჩაატარა და ყოველ ჯერზე სერიოზული კონფლიქტებითა და მტრობით მთავრდებოდა ყველაფერი.

ბავშვებში დაპროგრამებული ძალადობა

1960-იანი წლების დასაწყისში ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ გადაწყვიტა გაერკვია, აქვთ თუ არა ბავშვებს მიდრეკილება, მოზრდილთა აგრესიულ ქცევას მიბაძონ. მან უშველებელი გასაბერი კლოუნი აიღო, რომელსაც დაარქვა ბობო და გადაიღო ფილმი, თუ როგორ ეჩხუბება ამ კლოუნს მოზრდილი "დეიდა", ჩქმეტს და ჩაქუჩსაც კი ურტყამს. მერე ეს ვიდეო 24 ბავშვს უჩვენა, რომელთაგან უმრავლესობის ასაკი 6 წლამდე იყო.

მეორე ჯგუფს უჩვენეს ვიდეო ძალადობის გარეშე, მესამეს კი საერთოდაც არაფერი უჩვენეს.

მერე სამივე ჯგუფის ბავშვები რიგრიგობით შეჰყავდათ ოთახში, სადაც იყო კლოუნი ბობო, რამდენიმე ჩაქუჩი და სათამაშო პისტოლეტიც კი, თუმცაღა არც ერთ ვიდეოში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებდა.

ბავშვები, რომლებმაც აგრესიული ვიდეო ნახეს, დროს არ კარგავდნენ და მაშინვე იწყებდნენ საწყალი ბობოს წამებას. ერთმა მათგანმა კლოუნს თავზე პისტოლეტიც კი მიადო და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გაუხვრეტდა თავს.

დანარჩენ ორ ჯგუფში ძალადობაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს