10 ყველაზე ცნობილი მექალთანე მსოფლიო ისტორიაში

10  ყველაზე ცნობილი მექალთანე მსოფლიო ისტორიაში

წარმოგიდგენთ ცნობილი მექალთანეების ათეულს.

1. ფიდელ კასტრო - ამბობენ, რომ დიქტატორს ცხოვრების მანძილზე 35 000 ქალი ჰყოლია

ამბობენ, რომ კუბელ დიქტატორს, ფიდელ კასტროს 35 ათას ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. კასტროს ადმინისტრაციიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირის ცნობით, კასტროს 40 წლის განმავლობაში დღეში 2 ქალთან მაინც ჰქონდა ურთიერთობა. კასტროს ერთი გოგონა სადილზე მოყავდა, მეორე კი ვახშამზე. თუმცა, კასტროს საყვარლების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რასაკვირველია, შეუძლებელია.

2. უილტ ჩემბერლენი -  კალათბურთელს 20 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა

1991 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში - "ხედი ზევიდან" ენ-ბი-ეის კალათბურთელმა განაცხადა, რომ  ცხოვრების მანძილზე მას 20 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა.

1999 წელს 62 წლის უილტმა მამაკაცებს უთხრა, რომ მისთვის არ მიებაძათ. ის გრძნობდა, რომ ერთ ქალთან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა უფრო მეტად იყო ბედიერების მომტანი.

3. ჯეი ჰოკინსი - 57 ბავშვის მამა

2000 წელს, გარდაცვალებამდე, ბლუზის ექსცენტრიულმა შემსრულებელმა ჯეი ჰოკინსმა თავის ახლობლებს და ბიოგრაფს, მარალ ნიგოლიანს განუცხადა, რომ 57 ბავშვის მამა იყო. ჰოკინსი ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას არც დრამატული ისტორიები აკლდა.

ჰოკინსი 70 წლის ასაკში გარდაცვალა და სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა. მომღერალმა განაცხადა, რომ ის ყველაზე მეტად იმას ნანობდა, რომ არ იცოდა, ზუსტად რამდენი შვილის მამა იყო. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ნიგოლიანმა სპეციალური საიტიც გააკეთა, სადაც ცდილობდა დაედგინა მომღერლის შვილების ზუსტი რაოდენობა. ამ დრომდე აღმოჩენილია და ოფიციალურად დამტკიცებულია ჰოკინსის 33 შვილის არსებობის შესახებ.

4. ჯონ ჰოლმსი - პორნოვარსკვლავი ამაყობს, რომ მას 14 000 ქალი ჰყოლია.

ჯონ ჰოლმსი 70-80-იან წლებში გადაღებული 2250-ზე მეტი პორნოფილმის ვარსკვლავია. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლმსმა დაიტრაბახა, რომ მას 14 000 ქალთან ჰქონია სექსი. ჰოლმსი 1986 წელს აივ ინფექციის შედეგად, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5. ჯინ სიმონსი - ჯგუფ Kiss-ის ბასისმა განაცხადა, რომ აქვს იმ 5000 ქალის ფოტო, რომელთანაც წოლილა.

აღნიშნული განცხადება სიმონსმა 2010 წელს ერთ-ერთ დილის გადაცემაში გააკეთა, მუსიკოსის თქმით, ფოტოები Polaroid-ის აპარატითაა გადაღებული. არავინ იცის სინამდვილეს შეესაბამება თუ არა სიმონსის ნათქვამი.

6.უორენ ბიტი - მსახიობი ჰოლივუდის "ცხელ" მსახიობებს არჩევდა

2010 წელს პიტერ ბისკინდმა დაითვალა, რომ მსახიობ უორენ ბიტის 13 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ ბისკინდმა თავის წიგნში განაცხადა, რომელიც უორენ ბიტის ბიოგრაფიას ეხებოდა. ბიტის PR-ჯგუფმა ინფორმაცია უარყო. თუმცა, ცნობილია ბიტის რომანები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა: ნატალი ვუდი, ბრიჯიტ ბარდო, ჯეინ ფონდა, ჯოან კოლინზი, კარლი საიმონი... ბიტი 1992 წელს დაქორწინდა ანეტ ბენინგზე.

7. ჯაკომო კაზანოვა

მიუხედავად იმისა, რომ კაზანოვას რომანები ჩამოუვარდება ზემოთ ჩამოთვლილთა რაოდენობას, დღემდე სწორედ მისი სახელი მოიაზრება ქალების გულთამპყრობელის სინონიმად.

კაზანოვა 1725 წელს ვენეციელი მსახიობების ოჯახში დაიბადა. მას მღვდლობა სურდა და სემინარიაშიც სწავლობდა, თუმცა იქიდან  მას შემდეგ გამოაგდეს, რაც სხვა სტუდენტთან ერთად ლოგინში წაასწრეს. კაზანოვა ბევრ პროფესიას ფლობდა: იყო მდივანი, ჯარისკაცი, ალქიმიკოსი, პროფესიონალი მოთამაშე, უკრავდა ვიოლინოზე. 1755 წელს ის ჯადოქრობის ბრალდებით ციხეში 5 წლით ჩასვეს. თუმცა ციხიდან 1 წელიწადში გამოიქცა და პარიზში დასახლდა, სადაც მან პამფლეტი დაწერა თავისი გმირობების შესახებ, რაც ნამდვილ სენსაციად იქცა. 

8. ჩინგიზ ხანი

2003 წელს გენეტიკის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყოფილი მონღოლეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მამაკაცების 8%-ს პრაქტიკულად იდენტური Y - ქრომოსომები (ანუ ქრომოსომები, რომელიც შვილს მამისგან გადაეცემა) აქვს. მკვლევარები ამ ფაქტს ჩინგიზ ხანის ტირანიით ხსნიან. მისი იმპერია კასპიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული, მან გაანადგურა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და მათი ქალები საკუთრად აქცია. ეს ფაქტი გახდა გენეტიკური მრავალფეროვნების შემზღუდველი ფაქტორი.

აღმოჩნდა, რომ მონღოლეთის მბრძანებელი იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ დაახლოებით 16 მლნ მამაკაცი ჩვენს პლანეტაზე, მისი პირდაპირი შთამომავალია. თუმცა, სპეციალისტებს, დნმ -ის შესადარებლად არ მოეპოვებათ ჩინგიზ ხანის კანის ნიმუში.

9 ლორდ ბაირონი

თავისი ხანმოკლე ცხოვრების (1788—1824) მანძილზე პოეტმა ათასობით ლექსის დაწერა მოასწრო. თუმცა, უცნობია მისი სასიყვარულო ისტორიების რაოდენობა. ამბობენ, რომ ბაირონს 250 ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.

10. ჯეკ ნიკოლსონი

ამბობენ, რომ მსახიობს სასიყვარულო ურთერთობა 2000 ქალთან ჰქონია. მას რომანი ჰქონდა ანჟელიკა ჰიუსტონთან, ჯენის დიკენსონთან, მიშელ ფილიპსთან, ჯონი მიტჩელთან, მელანი გრიფიტთან, მერილ სტრიპთან და სხვა...

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს