როგორი უნდა იყოს თანამედროვე ჯენტლმენი?

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ჯენტლმენი?

თუ იცნობთ მამაკაცს, რომელმაც ვერაფრით ისწავლა, რომ ოთახში პირველი არ შევარდეს და გზა დაგითმოთ, გული არ დაგწყდეთ, ყველა ასეთი არ არის. შეკითხვაზე, როგორი მამაკაცი მოგწონთ, ქალების დიდი ნაწილი ერთხმად გიპასუხებთ - ჯენტლმენი.

მაინც რას ნიშნავს ჯენტლმენი თანამედროვე ქალებისთვის? - ამ თემით Serenata Flowers დაინტერესდა და გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული ქალების 60% გულისტკივილით ამბობს, რომ დღეს მამაკაცები ჯენტლმენურ მანერებს არ გამოხატავენ. მხოლოდ 1% თვლის, რომ თანამედროვე ეპოქაში ჯენტლმენთან ურთიერთობა მოსაბეზრებელია. ქალების 46%-მა განაცხადა, რომ პირველი პაემნის შემდეგ აღარ შეხვედრია კაცს, რომელმაც ჯენტლმენის ელემენტალური წესები სადილზე დაიცვა. შეკითხვაზე, რა საქციელი უნდა ახასიათებდეს ჯენტლმენს, ქალების პასუხები ასეთია:

სახლში გაცილება.

დილით გირეკავს და ინტერესდება, როგორ იმგზავრე, ან ხომ არ დაგაგვიანდა სამსახურში.

შეამჩნევს ახალ ვარცხნილობას და კომპლიმენტს იტყვის.

შემოგთავაზებს მობილურს, თუ შენს ტელეფონს ელემენტი დაუჯდა.

გადმოწერს ქალის ყველა საყვარელ პროგრამას კომპიუტერში.

ფეხბურთის ყველა მატჩს ლეპტოპში უყურებს და ტელევიზორს მსგავსი გადაცემებისთვის არ მოაცდენს.

ყველგან ადგილს ქალს დაუთმობს, მათ შორის ავტომობილების საცობშიც და სუპერმარკეტის რიგშიც.

პარტნიორის მეგობრებს ზრდილობიანად გაესაუბრება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს