"50 მილიონს რომ ჭამდი, ჯობდა ცოტა გაჭირვებულებზეც გეფიქრა" - უგულავაზე გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მის "ფეისბუქს" შეუტიეს

"50 მილიონს რომ ჭამდი, ჯობდა ცოტა გაჭირვებულებზეც გეფიქრა" - უგულავაზე გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მის "ფეისბუქს" შეუტიეს

გუშინ ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ფაქტს საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. უგულავას მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

მოგვიანებით დაპირისპირებამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. უგულავას "ფეისბუქის" გვერდზე გააქტიურდნენ როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე უგულავას დაპატიმრებით გახარებულები.

გთავაზობთ უგულავას სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარების ნაწილს:

"ვერ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას

მელამ მიწა თხარა თხარა და გამოთხარა? 50 მილიონს რომ ჭამდი ჯობდა... ცოტა გაჭირვებულებზეც გეფიქრა .

ამათ რომ 138 მილიონი 2013-ში მხოლოდ პრემიებში დაირიგეს ეგ გკიდია და არ გაინტერესებს ხო? აი ტიპიური უინტელექტო ქოცი რომელიც სხვას შეჰყურებს ხელებში რომ ლუკმა გადაუგდონ ნაცვლად იმისა რომ ხელი გაატოკოს... შენნაირების გამო აქ ამ ქვეყანას დედა მო*ნული

გაეღვიძა გიგილოს დღეს ტრ**გამოლუმპულს?

აბა, ნაც კოორდინატორებო (მეზობლებისა და ნათესავების ჩამშვებებო),ხომ გაჭამათ გიგილომ ამდენი წელი ბიუჯეტის ფული, ეხლა ნება იბოძეთ და თითო კარგი პერედაჩი უკისრეთ თქვენ მამა–მარჩენალს. მრავლად ხართ და როგორმე გამოკვებავთ ქურდბაცაცა ექს მერს.

თბილისის საამაყო მერი!

ჩვენ ვამაყობთ შენით და ჩვენ ძალიან ბევრნი ვაართ!

გიგი შენთან ვართ მთელი საქართველო.

საქართველოს სახელით ნუ უცხადებთ გვერდში დგომას ამ პირსისხლიანს.რომელ გმირზე გაქვთ საუბარი პატრიარქს რომ მაგიდაზე შეუხტა და უყვირა?თუ იმ გმირზე რომელმაც ქართველების სისხლიანი ფულით ცხოვრება მოიწყო??? მიშამ, გიგამ, ვანომ, ბაჩანამ და სხვებმა კიდევ თუ თავიანთი პირადი ინტერესების გამო ნახევარი საქართველო ციხეში დაიჭირეს. მაგათ რომ საკუთარ დანაშაულზე აგონ პასუხი ეს მისასალმებელია და არა უაზროდ გასაპროტესტებელი.

მაგრად ეშინიათ გიგისი, ვისიც ეშინიათ მათ იჭერენ... თუმცა ეგ ამათ რომ არ უშველის და პირიქით რომ გიღიზიანდება ხალხი ამას ვერ ხვდებიან.. ასეთი საქციელი მათი დასასრულის ნიშანია... ზუსტად ასე იქცეოდა შევარდნაძის მთავრობაც თავისი რეჟიმის მოსპობის წინ...

ის რაც გიგი უგულავას აქვს პატრიოტიზმი, ნიჭი, ვაჟკაცობა, სიკეთე, სიმამაცე, გამბედაობა და სიმართლე ფულით არ იყიდება !!!!!

გიგი უგულავა ჩვენი გმირი ! " - წერენ უგულავას "ფეისბუქზე" სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ჯერჯერობით უგულავას კედელზე სრული დემოკრატიაა. უაროფითი კომენტარები არ იშლება. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა არ იციან გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლი, ან გადატანილი რთული ღამის შემდეგ, ჯერ ვერ, ან არ მოიცალეს ამ საქმისთვის...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს