რა ასაკის და რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს "ტვიტერს", "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს"

რა ასაკის და რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს "ტვიტერს", "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს"

თანამედროვე ადამიანს სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ალბათ, დღეში რამდენჯერმე ამოწმებთ "ფეისბუქის" პროფილს და ინტერესდებით რამდენი კომენტარი, ან შეარი აქვს თქვენს ფოტოსა, თუ პოსტს. კვლევაში, რომელიც Pew Research Center-მა წარმოადგინა, წერია, რომ "ინსტაგრამის" მომხმარებელთა ასაკი 35 წელს ქვევითაა, მაშინ როცა "ფეისბუქის" აუდიენცია უფრო ასაკიანია. "ტვიტერის" მომხმარებელთა 50% 20-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

ოფიციალური სტატისტიკით ამერიკელი მოზარდების 71% "ფეისბუქის" მომხმარებელია.

ახალგაზრდების 18% "ტვიტერს" იყენებს - 53% ქალია, ხოლო 47% კაცი.

"ინსტაგრამს" ამერიკელი ახალგაზრდების 17% იყენებს. "ინსტაგრამის" მომხმარებელთა 90% 35 წელს ქვევითაა. 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული "ინსტაგრამი" ტაილანდშია, სადაც სოციალური ქსელით 1.7 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

მომზადებულია ibtimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს