ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

ჩინეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ უილინში, საუკუნეებია ტარდება ყოველწლიური ფესტივალი, სადაც უამრავ ძაღლს სასტიკი მეთოდებით ხოცავენ და შემდეგ მათ ხორცს საკვებად იყენებენ.

ამ ფესტივალს უკვე წლებია, აპროტესტებენ ადგილობრივი ცხოველთა დამცველები და არა მარტო ისინი, წლევანდელ უილინის ხორცის ფესტივალს მთელ მსოფლიოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

რა თქმა უნდა, დასავლეთში მსგავსი რამ მიუღებელი და წარმოუდგენელია, თუმცა, ჩინელი ხალხისთვის ეს უძველესი ტრადიციაა. ყოველ წელს უილინის ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ.

"ამ ფესტივალზე ათასობით დახოცილი ძაღლია, ისინი ძირითადად მოპარული ლეკვები არიან, ან იშვიათი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ასევე ოჯახებიდან მოიპარეს. ჩვენი ოთხფეხა ბინადრები სხვადასხვა ადგილიდან მოჰყავთ. პატარა გალიებში რამდენიმე ძაღლი ერთად ჰყავთ მოთავსებული და მათ საკვებისა და წყლის გარეშე ტანჯავენ. ცხოველების დახოცვის მეთოდიც საშინელება და ბარბაროსობაა." – ამბობს Humane Society International-ის წამომადგენელი კიტი ბოლკი.

წლევანდელი უილინის ხორცის ფესტივალი ადგილობრივმა და საერთაშორისო ცხოველთა დამცველებმა გააპროტესტეს, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ უილინის მთავრობას ფესტივალის გაგრძელება აუკრძალა, მეტიც, ძაღლის ხორცის გაყიდვა დროებით რესტორნებშიც შეჩერდა.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ შემდეგი წლიდან ხორცის ფესტივალი საერთოდ გაუქმდეს, მიზეზი ჩინეთის ცხოველთა დამცველთა ორგანიზაციების დიდი აქტიურობაა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს