"ნაციონალებსაც ეგონათ, რომ ოპოზიცია რადარებიდან გააქრო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ძველი და ახალი ხელისუფლების საერთო შეცდომებზე

"ნაციონალებსაც ეგონათ, რომ ოპოზიცია რადარებიდან გააქრო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ძველი და ახალი ხელისუფლების საერთო შეცდომებზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ძველი და ახალი ხელსიუფლების საერთო შეცდომებზე საუბრობს.

"ამ ბოლო დროს მოდაშია შეცდომებზე საუბარი. ის რომ ყველამ თავის შეცდომაზე უნდა აგოს პასუხი სწორია! იმ ხელისუფლებამაც და ამ ხელისუფლებამაც. რაც არ უნდა ეგონოს ვინმეს რომ რადარებიდან გაქრება ოპოზიცია. ასე ეგონათ ნაციონალებსაც (რომ რადარებიდან გააქრეს ოპოზიცია ) და დღეს ის ვითომ რადარებიდან გამქრალი ხალხი ხელისუფლებას წარმოადგენს. ნაციონალებს განსხვავებული მხარე თუ აზრი ახლოს რომ დაეტოვებინა ნაკლებ შეცდომას დაუშვებდნენ. ანუ ეს რადარი, მისგან გაქრობა და შეცდომების დაშვება თითქოს ერთმანეთზეა გადაბმული. თუ ეს ბოლო წრეა ("სამართლიანობის" აღდგენა) კარგია. თუ ეს ადამიანებს შვებას მისცემს კარგია! რევანშს ვგულისხმობ. თუ ხალხი ამით კარგად იქნება კარგია. მთავარია წლების შემდეგ უკვე სხვებმა არ მოითხოვონ სამართლიანობის აღდგენა და მათი დასჯა ვინც დღეს ხელისუფლებაშია. მთავარია ეს ქართული მარაზმი დამთავრდეს და თუ გინდა დამთავრდეს ნაციონალებზე! მთავარია წლების შემდეგ ისევ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგები აღარ იყოს ქალაქში. არა და ნაციონალებსაც ეგონათ, რომ ოპოზიცია რადარებიდან გააქრო. თან როგორ ეგონათ.. თან ზუსტად ასე.. დაშინება, დაკითხვები, ცემები, ოჯახის წევრების დატერორებები...ეს ფილმი ერთხელ უკვე აჩვენეს კინოთეატრებში... მგონი ბოლომდე!", - წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს