სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"

სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთშორისო აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დასდეს ბრალი. 4 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ყოფილი მერის დაკავებას საზოგადოებაში, მათ შორის მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტის გამო აღშფოთება გამოხატა არაერთმა ცნობილმა სახემ, რომლებმაც უგულავას ოჯახს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ რიგებში არიან მსახიობები და მომღერლები, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

უგულავას დაკევბას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე. მან ყოფილი მერის მხარდაჭერის ნიშნად "პროფილზე" გიგისთან ერთად გადაღებული ფოტო დააყენა და რიყისა და ძველი თბილისის ფოტო გამოქვეყნა, მინაწერით: "უკანონოდ გასხვისებული რიყე და დამახინჯებული ძველი თბილისი!".

ფოტოს სოფოს "ფეისბუქ-მეგობრების" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებსაც მომღერლისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

"ყველას თავისი აზრი აქვს. თბილისი ლამაზი ქალაქი ნამდვილად არ არის და როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე დაიჭირეს ყოფილი მერი. არავის დაჭერა არ მიხარია სიმართლე რომ გითხრა უბრალოდ თვალში ნაცარს ვერ შევიყრი...", - დაწერა სოფოს ერთ-ერთმა მეგობარმა.

"მოდი მაგას დაადგენს გამოძიება და სასამართლო, იმედია, სამართლიანად! დროის ფლანგვა უაზროდ და წარსულში ქექვა ხალხისთვის არაფრის მომცემია, ეგეც დანაშაულია საზოგადოების წინაშე, უკან მივდივართ, არავინ არ არის სამუდამო მმართველი და ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა!

ესენი მხოლოდ მაგას აკეთებენ და დროს ფლანგავენ, სად მიდის ჩვენი დრო, რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს? ნუ გამოგყავს ესენი ანგელოზებად და მხსნელებად! მართლა გჯერა, რომ ეს ყველაფერი სამართლიანობაა?

იმედს და ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დაიჯერე, შენი ნებაა, თუმცა ვფიქრობ, რომ მარტო ოცნებას დრო გაყავს და წინ ვეღარ მიდიხარ, მოქმედებაა საჭირო, რომ ხალხმა თავი კარგად იგრძნოს! მხოლოდ "თავისუფლად სუნთქვა" არ კმარა.

ასე ქვეყნებში, რომლის ოჯახში ჩვენ მივილტვით და ასე საზეიმოდ აღვნიშნავთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და თავი უკვე ევროპელები გვგონია, არ ხდება!", - წერს მომღერალი.

სოფოს ამ კომენტარზე უპასუხეს, რომ "ნაციონალების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად ასფალტი იყო!".

"ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად კი რევანშია!", - უპასუხა სოფო ნიჟარაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს