რომელი ვიტამინი რომელი პროდუქტიდან მივიღოთ - ძალიან საჭირო რჩევები

რომელი ვიტამინი რომელი პროდუქტიდან მივიღოთ - ძალიან საჭირო რჩევები

ჩვენი ჯანმრთელობა დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღ კვებაზე. საკვები, პირველ რიგში, ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს, რადგან მათი ნაკლებობა ორგანიზმში მრავალი ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს.

ჩვენი ორგანიზმი საკვებთან ერთად ვიტამინების გარკვეულ რაოდენობასაც ღებულობს. თუ მათი ბალანსი დაცულია, ორგანიზმი ყოველთვის მზად არის ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომელი ვიტამინი რას გარგებთ და რომელი პროდუქტი შეიცავს მას.

A ვიტამინი

უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდას და იცავს თვალებს დაავადებებისგან. აუცილებელია სუნთქვის, კუჭ-ნაწლავის და სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვის.

A ვიტამინით მდიდარია რძე, კვერცხის გული, სტაფილო, გარგარი, პომიდორი, ციტრუსები.

B-1 ვიტამინი

ორგანიმზში მისი ნაკლებობა ნახშირწყლების ბალანსს არღვევს. ფერხდება ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების ენერგიით მომარაგება, მათ შორის გულის, თავისა და ზურგის ტვინის.

B-1 ვიტამინს შეიცავს ღვიძლი, ლორი, თხილი, პარკოსნები, ყაბაყი.

B-2 ვიტამინი - შეუცვლელია თმების, კბილების, კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დამწვრობების ან ჭრილობების შეხორცებისთვის. ეხმარება თვალს ფერების აღქმაში, ორსულობისას იცავს ნაყოფს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესშიც.

B-2 ვიტამინს შეიცავს სტაფილო, კომბოსტო, ხახვი, პომიდორი, ისპანახი, გოგრა ჭარხალი, მჭლე ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს