რომის პაპი: "კვირა დღეს ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ"

რომის პაპი: "კვირა დღეს ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ"

რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ ადამიანები კვირა დღეს არ უნდა მუშაობდნენ.

პაპი ჩივის, რომ ტრადიციული ქრისტიანული წესი, რომელიც გულისხმობს, რომ კვირა დღეს არ უნდა ვმუშაობდეთ, ჩვენს დროში უგულებელყოფილია. პაპი მიიჩნევს, რომ კვირა დღეს მუშაობა ნეგატიურად აისახება ოჯახსა და მეგობრობაზე. მისი თქმით, პრიორიტეტული უნდა იყოს ადამიანი და არა ეკონომიკა. პაპმა ეს განცხადება იტალიაში, მოლიზეში ვიზიტისას გააკეთა - მოლიზეში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და იტალიის ამ რეგიონისთვის ეს მუდმივ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც ფრანცისკმა განაცხადა, ღარიბ ადამიანებს ღირსებისთვის სამსახური სჭირდებათ, მაგრამ მისი აზრით, მაღაზიებისა, თუ ბიზნესის კვირა დღეს მუშაობა საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის. პაპმა ღარიბ მოსახლეობასთან ერთად ისადილა და ყველას მოუწოდა, რომ "დრო შვილებთან გაატარონ". 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს