საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 87 წლის ასაკში დღეს, 7 ივლისს გარდაიცვალა. ექს-პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტს უკვე ეხმაურებიან როგორც საქართველოში, აგრეთვე ქვეყნის ფარგლებს მიღმა (იხ. ხავიერ სოლანა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურება
). შევარდნაძის გარდაცვალება უცხოური მედიასაშუალებების მთავარი თემა გახდა.
კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც სოცილაურ ქსელ Facebook-ზე წერს:
"გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე... მე არ ვიცი, ვინ აცხონებს და თუ აცხონებს. არც ისა მჯერა, თითქოს სადღაც იქ, ტახტზე, მოსამართლის მანტიამოსხმული მოხუცი თეთრწვერა კაცი იჯდეს და ანაწილებდეს ნაკადებს - ზემოთ და ქვემოთ. ვფიქრობ, გაცილებით მარტივადაა საქმე: ყველა ადამიანი უბრალოდ იღებს საკუთარი შინაგანი რეალობის შესაბამის რეალობას. ესაა და ეს.
ასე, 25 წლის უკან რომ მომხდარიყო ეს ამბავი, იქნებ ამდენი ადამიანი აღარ მომკვდარიყო, არ გაუბედურებულიყო... მაგრამ მე მაინც არ ვუსურვებდი ედუარდ შევარდნაძეს, მისი რეალობის შესაბამის სამყაროში მოხვედრას.
დაე, მისგან გასწორდეს ყოველი...
მსუბუქი იყოს მისთვისაც ქართული მიწა!"
ამავე თემაზე:
ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა: ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები