სოფელი გრემისხევი მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი

სოფელი გრემისხევი მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი

დუშეთის რაიონის სოფელი გრემისხევი მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, გუშინ მოსული წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაიკეტა.

ჩოხელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და იმ შემთხვევაში, თუ უამინდობამ ხელი არ შეუშალა, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ შუადღეს დასრულდება.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა