"ნუ გვარცხვენ:) შეეშვი პრუტუნს" - დავით საყვარელიძის რჩევები "რამბალ კოშეს "იგრუშკა" პრემიერს"

"ნუ გვარცხვენ:) შეეშვი პრუტუნს" - დავით საყვარელიძის რჩევები "რამბალ კოშეს "იგრუშკა" პრემიერს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინისთვის მიცემული რჩევის გამო საქართველოს შემარცხვენელს უწოდებს.

"რამბალ კოშეს "იგრუშკა"-ს "ბრძნული" რჩევები უკრიანას)))) ჰაქიმ! უკვე არასერიული ხარ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბით))) ნუ გვარცხვენ:) შეეშვი პრუტუნს და მურზილკას გარდა რამე აზრიანი წაიკითხე))) საქართველოს პრემიერ-მინისტრად ცნობილს ვეპატიჟები კიევში, მიშას ჩამოსვლის დროს ოღონდ, ქუჩაში ერთად გავიაროთ და უკრაინელების რეაქციას გაყურებინებ მიშაზე და საქართველოს წარმატებაზე. ეგებ ნაკლები იჩერჩეტო შემდეგ მაინც და საქმეზე მეტი იფიქრო…

p.s. თან შემთხვევით რომ "დაესვა" შეკითხვა ჟურნალისტს?!))) არ აპირებდა ამაზე საუბარს თურმე და აიძულეს ყრმაწვილი) ამაშიც კი როგორი უნიჭოები ხართ:)

ღმერთო შენ გადმოგვხედე ამ რეგვენების ხელში! გადაჩეხავენ ქვეყანას სადღაც", - წერს საყვარელიძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "ავანტიურისტს" უწოდებს და უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას "მეგობრულად აფრთხილებს", მის რჩევებს "ნაკლებად დაუჯერონ".

აღნიშნულ კონტექსტში, პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია "გაითვალისწინონ".

ამასთან, პრემიერის შეფასებით, სააკაშვილი კრიზისული სიტუაციებითა და რადიკალიზმით იკვებება და ცუდად არის იქ, სადაც სტაბილური სიტუაციაა.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში სააკაშვილი, ბარამიძე, დათა ახალაია და ადეიშვილი მიჰყავთ მრჩევლებად, რაც მძიმე შეცდომაა - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს