"როგორ ნათელშიც ჩვენ გვამყოფა, ისეთ ნათელში იყოს ახლა თვითონაც" - სოციალურ ქსელებში შევარდნაძეს ემშვიდობებიან

"როგორ ნათელშიც ჩვენ გვამყოფა, ისეთ ნათელში იყოს ახლა თვითონაც" - სოციალურ ქსელებში შევარდნაძეს ემშვიდობებიან

ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას იუწყებოდა, ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მალევე მოჰყვა გამოხმაურებებიც. ყოფილი პრეზიდენტის მისამართით გაკეთდა როგორც პოზიტიური, აგრეთვე ნაგატიური შეფასებები, რომელთაგან ყველაზე რეზონანსულ პოსტებს ამ სტატიაში იხილავთ:

"როგორ ნათელშიც ჩვენ გვამყოფა, ისეთ ნათელში იყოს ახლა თვითონაც", - ამ სტატუსს Facebook-ზე დღის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფრაზის ავტორს მოწონება ასობით ინერნეტმომხმარებელმა დაუდასტურა.

შევარდნაძის გარდაცვალებაზე ისაუბრეს თბილისის ფორუმზეც, სადაც მეტწილად გამოხმაურებები უარყოფითი და ცინიკური იყო.

"რა ქვეყანა ჩაიბარა - სამოქალაქო ომი, მხედრიონი, ნანგრევები... და რა ქვეყანა გადააბარა მიშას - მუდმივი დენი, გზები და ფასადებიღა იყო გასაკეთებელი...

ნატოსთანაც ეგ გავიდა კონტაქტზე... მაგის დროს გავხდით ევროსაბჭოს წევრი... ნაცებზე მეტი აქვს მგონი გაკეთებული ედიკას, მაგას ...... ჩამომთრევი";

რა აქვს ნეტა ჩაფიქრებული, ტყუილად არ მოკვდებოდა ეგ...", - წერენ ფორუმელები.

შევარდნაძის გარდაცვალებას მწუხარე სტატუსებით გამოხმაურნენ ცნობილი ადამიანებიც. "მან პირველმა ირწმუნა ჩემი შესაძლებლობები" - ამ სიტყვებით იხსენებს მოროშკინა შევარდნაძეს. "ვწუხვარ... ამ ადამიანმა პირველმა ირწმუნა ჩემი შესაძლებლობები და 30 წლის ასაკში დიდ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დამნიშნა... მე ბევრი ვისწავლე მისგან. ის დიდი დიპლომატი და უაღრესად ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. დიახ, ბევრს არ უყვარს, ბევრი გულნატკენია... სამწუხაროდ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თეთრი ხელთათმანები აქ არასაჭირო ატრიბუტია...

ვთხოვ ყველას გაითვალისწინოს ერთი ქრისტიანული პრინციპი: გარდაცვლილებზე ვთქვათ კარგი ან არაფერი...", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს კოკა ყანდიაშვილიც. "ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს - ვინც იზიარებს ამ მწუხარებას.

უპირველესად კი მის ოჯახს, შვილებს და შვილიშვილებს. მის თანამებრძოლებს.

ნათელში ამყოფოს...", - წერს ყანდიაშვილი.

ედუარდ შევარდნაძესთან ორ შეხვედრას იხსენებს გიორგი კეკელიძე, და Facebook-ზე ამ სტატუსს აქვეყნებს:

"ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი ორჯერ. პირველად 17 წლის ვიყავი, სკოლიდან უნივერსიტეტში ახალშესული. პრეზიდენტის სტიპენდიატი, მაგრამ დესტრუქციული სურვილებით შეპყრობილი. დაძაბული ამბების დრო იყო, მინისტრთა კაბინეტი რომ გადააყენა ის პერიოდი. სტუდენტები მის პოლიტიკას ვაპროტესტებდით და მოვიდა შესახვედრად. მე ჩამსვეს შემხვედრთა სიაში, როგორც სტიპენდიატი, ეგონათ კარგს ვიტყოდი ან არაფერს. ბევრ ჩემს მეგობარს და დამსწრეს ემახსოვრება ეს ამბავი: კურსელ გოგოს გადავულაპარკე, მეთქი ახლა გავალ ტრიბუნასთან მეთქი და მოვიხსნი სტპენდიატობას და ვერ იზამო. ,,ამაგდო'' ამ ,,ვერ იზამ'' უფრო და გავედი და ვუთხარი, უკან გიბრუნებთ თქვენს სტიპენდიას მეთქი. გაიცინა და მითხრა: მოგიმატებთო. მოკლედ, რთული კაცი იყო. მეორედ ლიბ.გე ახალი დაძრული მქონდა და ინტერვიუებს ვაკეთებდი საიტის გასაცოცხლებლად და 2009 წელს ვნახე. მიცნო და მითხრა, ვერ მოვამატეთ მაშინო..."

შეგახსენებთ, რომ სწორედ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა სამძიმრის წერილი მიხეილ სააკაშვილმაც. იხილეთ | მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმიანება: ექს-პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ოჯახს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს