8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს

8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს

მამაკაცები ხშირად ჩივიან, რომ ქალი ცოლად მოყვანის შემდეგ ისეთი აღარაა, როგორც შეყვარებულობისას. ცოლებიც გულისტკივილით ამბობენ, რომ გათხოვების შემდეგ ის ვნება, თუ ხიბლი იკარგება, რასაც პაემნებზე გრძნობდნენ. მაინც რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომელსაც ცოლები ურთიერთობაში უშვებენ? 

მეტისმეტი კონტროლი: ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო საკითხი მთელი რიგი პრობლემების მიზეზია. მეტისმეტი კონტროლი ყველა კაცს აფრთხობს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღესაც მაგიდაზე განქორწინების საბუთი დაგხვდებათ.

ოცნების ქალის როლი: მელოდრამის მეუღლესთან ერთად ყურება ძალიან რომანტიკულია, მაგრამ დაასვენეთ კაცი! ხომ აქვს უფლება კვირაში ერთი საღამო ფეხბურთის მატჩს უყუროს?

არ ეუბნებით, რას გრძნობთ და იმედი გაქვთ, რომ ყველაფერს თავად მიხვდება: რატომღაც ყველა ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს შეუძლია პარტნიორის გრძნობები ამოიცნოს. თუ უღიმით, რატომ უნდა იფიქროს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ან თავს უბედურად გრძნობთ? პირდაპირ თქვით, რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ!

მუდმივი უკმაყოფილება: 10-დან 9 ქალმა უკვე იცის, როგორია მისი პარტნიორი და ამის ფონზე გათხოვების შემდეგ უკმაყოფილების გამოთქმა სასაცილოა. კაცის შეცვლა შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაგრჩენიათ ისაა, რომ მეუღლის დადებითი თვისებები შეაფასოთ და იამაყოთ.

საკუთარ გარეგნობას ყურადღებას აღარ აქცევთ: რადგან თითზე საქორწინო ბეჭედი გიკეთიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თმის შეღებვა, ან მაკიაჟის გაკეთება დაივიწყოთ. რასაკვირველია, თქვენგან არავინ მოითხოვს, რომ სამზარეულოში სადილის მომზადებისას, ან სახლის დალაგებისას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღიპი გაგიჩნდეთ.

ეჭვიანობა: ურთიერთობაში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ქმარს არ დაუსვათ ისეთი მოსაბეზრებელი შეკითხვები როგორიცაა: სად იყავი? რატომ დააგვიანე? ეს ქალი ვინაა? ახალი თანამშრომელი ლამაზია? და სხვა. თანაც ამ შეკითხვებზე პასუხი თავადვე გაქვთ და რატომ სვამთ? - მსგავსი შეკითხვები ურთიერთობაში დაძაბულობის გარდა არაფერს შეიტანს.

მისთვის დიდი ხანია კომპლიმენტი აღარ გითქვამთ: კაცებზე კომპლიმენტი ჯადოსნურად მოქმედებს - ასე რომ, ქათინაურებით ხშირად გაანებივრეთ.

ყველაფერს იმიზეზებთ, რომ სექსი არ გქონდეთ: ფიზიკური კავშირისა და ინტიმის გარეშე ცოლ-ქმრის ურთიერთობა არასრულფასოვანია. ხშირად დედები პირველ ადგილზე შვილებს აყენებენ და პრიორიტეტების სიაში სექსი საერთოდ აღარ შედის. ყველა ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ სექსს ქორწინებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იმის დავიწყება, რომ ცოლი ხართ, დიდი შეცდომაა. ნუ დაგავიწყდათ, რომ ჯერ ქალი ხართ, მერე ცოლი გახდით და შემდეგ დედა. შვილზე ზრუნვა იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი და ქმარი დაივიწყოთ.

theasianparent.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს