სეტყვამ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი დააზარალა

სეტყვამ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი დააზარალა

6 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი დააზარალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა. სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტად სტიქია ქარელის რაიონის სოფლებში - ზემო და ქვემო შაქშაქეთი (მოხისის თემი) და ქალაქ გორში იგძნობოდა.

"დაზარალებული სოფლებია: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვემო და ზემო შაქშაქეთი (სეტყვის ეპიტცენტრი სწორედ აქ იყო), ფცა, თამარაშენის ნაწილი. ხოლო გორის მუნიციპალიტეტში - გორი (ეპიტცენტრი იყო სწორედ ქალაქში), სოფლები: ტინისხიდი, ბერბუკი; ხელთუბანის, სვენეთის, კვარხეთის, ზეღდულეთის და გორიჯვრის ნაწილი", - აცნობეს ცენტრს სამინისტროდან.

გამგეობებში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა