შეჩერებული პროექტები ყვარელში

შეჩერებული პროექტები ყვარელში

ყვარელში 6 თვის წინ აშენებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ჩამტვრეულია ფანჯარა და შენობის ფასადი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია. საინფორმაციო ცენტრი ტურისტების მისაღებად მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა როდის იგეგმება მისი გახსნა, ყვარლის რაიონის გამგეობაში ინფორმაცია არ აქვთ.

"შენობა ექსპლუატაციისთვის მზად იყო, თუმცა, საარჩევნო რეჟიმში ვიყავით, ქარიშხლები, სტიქია და ვეღარ შევძელით მისი გახსნა", - განმარტავს ყვარლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხიზანიშვილი.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 280 ათასი ლარი დაიხარჯა. მის ფუნქციას კი ამ დროისთვის ბიბლიოთეკა ასრულებს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა