გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის არხზე, "ჯი დი ეს"-ზე ოქტომბრიდან პოლიტიკურ თოქ-შოუს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს. ამ ამბავს "ფეისბუქით" ეხმაურება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.
"დღეს ბევრმა დამირეკა კომენტარზე ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. რადგან ჭორი მეგონა, არანაირი შეფასება არ გამიკეთებია)))))) ვინაიდან ინფო ოფიციალურად დადასტურდა, კომენტარს აქვე დავდებ ბარემ - მე დიდი ინტერესით დაველოდები მის გადაცემას და ზუსტად ვიცი, ყურებადობა ექნება პიკში... ჩემი აზრით, მოხსნის ყველა რეიტინგს...)))))))))) ესაა ჩემი კომენტარი p.s განსაკუთრებით დამაინტერესებს ოპოზიციის სტუმრობა მის ეთერში...
საღამო მშვიდობისა.... ეს gds-ია..... მე ბიძინა ვარ)))
ნეტავ პროდუსერად მაინც წამიყვანოს))))) თორემ დავრჩი მაყურებლის გარეშე", - წერს გრიგოლია.
ყოფილი პრემიერის თოქ-შოუს თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-მაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გადაცემის თანაწამყვანი იქნება. არ არის გამორიცხული, მოგვიანებით თოქ-შოუმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაინაცვლოს.
იხილეთ ასევე: ივანიშვილის პროდიუსერი შესაძლოა, ნინო შუბლაძე იყოს