ბერას ფოტოთი ამოცნობილი კომპიუტერი და "ფორთოჩკიდან" გაქურდული "ოცნების" ოფისი

ბერას ფოტოთი ამოცნობილი კომპიუტერი და "ფორთოჩკიდან" გაქურდული "ოცნების" ოფისი

"ამ ფაქტით ძალიან წუხს ბატონი პრემიერი. გადმომცა, რომ გაითვალისწინოთ შემამსუბუქებელი გარემოებები. სურს, რომ ახალგაზრდებს შანსი მივცეთ, ცხოვრება წინ აქვთ" - განაცხადა "ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის უფროსმა პაატა აბულაძემ სასამართლო პროცესზე, როდესაც პარტიის გორის ორგანიზაციის გაქურდვის ფაქტზე ორი ახალგაზრდის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. გორის პოლიცია ირწმუნება, რომ პარტიის ოფისიდან წაღებული ორი კომპიუტერიდან ნაპოვნია ორივე, თუმცა, მხოლოდ, მონიტორები. ამოცნობისას პარტიის რაიონული ოფისის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი მონიტორი ზედ მიკრული ბერას სურათით ამოიცნეს.

ქურდობა 2014 წლის იანვარში მოხდა. წაიღეს შენობის მეორე სართულიდან ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის და პარტიის თავმჯდომარის მოადგილის სარგებლობაში მყოფი კომპიუტერები. 

პოლიციის ვერსიით, დაკავებულებმა რაიონული ორგანიზაციის ოფისში ტუალეტის ფანჯრიდან შეაღწიეს. ხოლო კომპიუტერები სამზარეულოს ფანჯრიდან გადაიტანეს, რომელიც შემდეგ შიგნიდან გააღეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა