ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მამაკაცი დაშავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, ოთხივე ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი "BMW“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეასკდა და მანქანა ამოტრიალდა. ახალგაზრდების ავტომანქანიდან გამოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოთხივე დაშავებული გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა