რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს - ყველაზე უცნაური საჩუქრები

რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს -  ყველაზე უცნაური საჩუქრები

არსებობს ტრადიცია, რომ დიპლომატები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ჩვენ წარმოგიდგენთ დიპლომატიის უახლეს ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრების ჩამონათვალს.

1990 წელს ჯორჯ ბუშს ინდონეზიის ხელისუფლებამ ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა, ვარანი (Varanus komodoensis) აჩუქა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარანი მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში. მიუხედავად ცხოველის ისტორიული ღირებულებისა, ბუშმა ის ზოოპარკს გადასცა. ინდონეზიაში ეს ცხოველი ნაციონალურ საგანძურად ითვლება.

2009 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსმა საჩუქრად ბატკნის ხორცი მიიღო. ყველამ იცის, რომ ბუში, როგორც ჭეშმარიტი ტეხასელი, ხორცზე გიჟდება, ამიტომ არგენტინის პრეზიდენტმა მას 130 კგ. ბატკნის ხორცი აჩუქა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ხორცი ბუშის თეფშზე მოხვდებოდა. დიდი ალბათობით, უსაფრთხოების სამსახურები  ამას არ დაუშვებდნენ.

2009 წელს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჩუქრად არც მეტი არც ნაკლები, ზეითუნის ზეთი მიიღო, ზეთი ობამას პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა აჩუქა. საჩუქრის ღირებულება 75 დოლარი იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი საჩუქარია აშშ-ის პრეზიდენტების საჩუქრებს შორის. უცნობია გამოიყენეს თუ არა ობამებმა ზეთი სამზარეულოში. თუმცა, უეჭველად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საჩუქარია, რაც, ალბათ, ობამას მიუღია.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემაშფოთებელი საჩუქარი დონალდ რამსფელდს აჩუქეს. 2011 წელს გამოცემულ მემუარებში რამსფელდი წერდა, რომ ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა 1983 წელს შეხვედრაზე მას სამწუთიანი ვიდეო მიუტანა. ვიდეოზე ასახული იყო სირიელი სამხედროები და პატარა ბიჭები, რომლებიც გველს თავს აჭამდნენ, ფონზე კი სირიის მომღიმარი დიქტატორი ხაზეფ ალ-ასადი ჩანდა.

აშშ-რუსეთს შორის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ერთ-ერთი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს reset (გადატვირთვა) ღილაკი აჩუქა. ამ ფაქტმა რეპორტიორები კარგად გაამხიარულა.

2011 წელს ავსტრალიაში ვიზიტის დროს ბარაკ ობამას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა პოლ ჰენდერსონმა 50 000 დოლარის სამედიცინო დაზღვევა აჩუქა. ერთის მხრივ, უჩვეულო ჩანდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ყველაზე დიდი ნიანგები ბინადრობენ, ჰენდერსონს მფლანგველობაში ვერ დავადანაშაულებთ. ობამამ საჩუქარი სიხარულით მიიღო და ხუმრობით აღნიშნა, რომ აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობის დროს მხედველობიდან გამორჩა დაზღვევის პაკეტში ნიანგებისგან თავდასხმაც გაეთვალისწინებინა.

ჩინელები უკვე ათას წელზე მეტია პოლიტიკურ ლიდერებს პანდებს ჩუქნიან. მხოლოდ 1958-1982 წლებში მათ 23 პანდა გააჩუქეს. 1972 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ორი შესანიშნავი პანდა მიიღო საჩუქრად ლინგ-ლინგი და ჰინგ-ჰინგი. საპასუხოდ, ნიქსონმა ჩინეთს ამერიკული ბიზონები აჩუქა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს