ოქტომბრიდან ბერა ივანიშვილის არხზე, "ჯი დი ეს"-ზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ყველა შემფასებელს ერთი რამ აერთიანებს - თოქ-შოუს მიმართ დიდი ინტერესი. გადაცემაში სტუმრობის სურვილს არ მალავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლაიანი.
"აი, ის წამყვანი, მთავრობის წევრები რომ ვერასოდეს უარს ვერ ეტყვიან სტუმრობაზე.
საინტერესოაა.... აწი კრიტიკა მოსულა ნეტა, როგორც კოლეგის?
ოპოზიცია ალბათ არ მივა!
ყველაზე მეტად ველოდები ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუში შალვა ნათელაშვილის სტუმრობას..
ნეტა მე არ მიმიწვევს არასოდეს გადაცემაში?", - წერს ნანუკა.
ყოფილი პრემიერის თოქ-შოუს თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-მაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გადაცემის თანაწამყვანი იქნება. არ არის გამორიცხული, მოგვიანებით თოქ-შოუმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაინაცვლოს.
იხილეთ ასევე: "მოხსნის ყველა რეიტინგს" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ტელე თოქ-შოუზე