"ამიტომაც არის ძნელი ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა" - სალომე ზურაბიშვილი შევარდნაძესა და ქართველი ერის ლაჩრობაზე

"ამიტომაც არის ძნელი ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა" - სალომე ზურაბიშვილი შევარდნაძესა და ქართველი ერის ლაჩრობაზე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე საზოგადოების გამოხმაურებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აფასებს.

"უცხოელებს რომ გააჩნიათ - მათ შორის გერმანელებს (ვისაც სჯერათ, რომ ედიკა გერმანიის გაერთიანების შუაში იყო, როცა სინამდვილეში იქ როგორც ყველგან ის იყო სისტემური გადაწყვეტილებების ნიჭიერი შემსრულებელი) შევარდნაძეს მიმართ რაღაც დადებითი განწყობა : მან ან კარგი მოუტანა, ან, ყოველშემთხვევაში, ცუდი არა.... მაგრამ ქართველებს რა ვუთხრა, ვინც თავის დროზე 9 აპრილის მიუხედავად, 30 წლის ქვეყნის განადგურების და გარყვნის მიუხედავად , მაინც მადლობებს უხდიან დღესაც.... როგორც ადრე უჩოქებდნენ..... ამიტომაც არის ესოდენ ძნელი ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა ... ამიტომ ვტირივართ გაუთავებლად რა გვეშველება.... რამეთუ არ ვიცით "პირველი პირის" მიმართ ჩვენი თავის დაცვა, ჩვენი ღირსების დაცვა, ჩვენი პრინციპების დაცვა... და ყველაფრის მიუხედავად სიმართლის თქმას მადლობის ძახილი გვირჩევნია!

ამიტომ არის სისტემის გასამართლება აუცილებელი და არა ერთი ორი ადამიანის დაჭერა და გაშვება ან არ გაშვება.... თუ ეს არ მოხდა ადამიანის მეხსიერება ისე არის მოწყობილი რომ რაც მას უნდა ის ახსოვს და რაც უნდა იმას ივიწყებს... და მალევე თეთრი შავში ერევა.... ტყუილა კი არ მიაღწიეს ებრაელებმა იმას რომ ნაციზმის დანაშაულის "რევიზია" ანუ დანაშაულის უარყოფის ან შემცირების მცდელობა კანონით ისჯებოდეს.... არ დავიწყება ამიტომ მიიჩნიეს ეროვნულ ვალდებულად.... ამიტომ არის რომ ეს ერი ამდენი საუკუნე უძლებს, ამიტომაც ჩვენც ვუძლებდით , სანამ კი ერის მტერსა და მოყვარეს (გარეთა თუ შინადა) ერთმანეთში არ ვურევდით .... თუმცა ამის გაცნობიერება არ გამორიცხავდა შემდეგ პატიებას .... პატიება მძიმეა და მაშინ ღირს რამედ როცა ბოლომდე შევიგნეთ დანაშაულის არსი და მაინც ვპატიობთ.... ისე პატიება (ან უარესი შენი ქვეყნის განადგურებისთვის მადლიერება????) მართლაც ლაჩრობაა....!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს