"თავისუფლების 99 დღე" - 3 თვით "ფეისბუქს" გათიშავთ?

"თავისუფლების 99 დღე" - 3 თვით "ფეისბუქს" გათიშავთ?

"ფეისბუქის გარეშე უფრო ბედნიერი ხარ? - ასეთი შეკითხვა დასვეს კვლევის - "თავისუფლების 99 დღე" ორგანიზატორებმა.

სარეკლამო სააგენტო ადამიანებს სთხოვს, "ფეისბუქისგან" 99 დღით დაისვენონ. ამ პროექტის მიზანია გაარკვიონ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს სოციალური ქსელი საზოგადოებაზე და რა ეფექტი ექნება "ფეისბუქის" არარსებობას ადამიანის ბედნიერებაზე. პროექტში "თავისუფლების 99 დღე" მას შემდეგ ჩაერთვებით, როდესაც პროფილზე კონკრეტულ ფოტოს განათავსებთ (ეს ფოტო დაადასტურებს, რომ პროექტში მონაწილეობთ), შემდეგ აჭერთ Create countdown-ს. როგორც კი მას "ფეისბუქზე" გააშეარებთ, უკუთვლაც დაიწყება.

3 თვის შემდეგ, როდესაც ექსპერიმენტი დასრულდება, მონაწილეებს გამოკითხავენ და ბედნიერების კოეფიციენტს დაითვლიან. გამოკითხვა ანონიმურია. თუ პროექტში მონაწილეობა გსურთ, მაშინ ამით იხელმძღვანელეთ:

შედიხართ 99daysoffreedom.com.-ზე. შემდეგ დააჭირეთ ტექსტს "შეუერთდი ექსპერიმენტს" (Join the experiment)

შემდეგი ნაბიჯი ფოტოს შეცვლაა

უკვე დროა საკუთარი უკუთვლა (countdown) შექმნათ. ამისთვის დაგჭირდებათ თქვენი სახელისა და იმეილის მითითება

უკუთვლა ოფიციალურად დაიწყო; შემდეგ "ფეისბუქზე" უნდა გააშეაროთ და ამისთვის უნდა დააჭიროთ ტექსტს Share on Facebook.

საბოლოო ჯამში თქვენი "ფეისბუქის" გვერდი ასე უნდა გამოიყურებოდეს. ამის შემდეგ ყველა თქვენს მეგობარს ეცოდინება, რატომ გაუჩინარდით 3 თვით სოციალური ქსელიდან.

მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს