არგენტინა-გერმანია: უგულშემატკივრებენ თუ არა არგენტინელი და გერმანელი, მოქმედი და ყოფილი რომის პაპები ფინალს

არგენტინა-გერმანია: უგულშემატკივრებენ თუ არა არგენტინელი და გერმანელი, მოქმედი და ყოფილი რომის პაპები ფინალს

ფეხბურთის გულშემატკივრებს წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ელით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ემოციით უყურებენ რომის მოქმედი და ყოფილი პაპები არგენტინა-გერმანიის მატჩს. ამასთან, რომის პაპი ფრანცისკი არგენტინელია, ხოლო ყოფილი პაპი ბენედიქტე XVI გერმანელი. ცნობილია, რომ პაპი ფრანცისკი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ როგორც ამბობენ, მთელი თვის განმავლობაში ჩემპიონატის დროს დიპლომატიას იჩენდა. რაც შეეხება ბენედიქტე XVI, ის სპორტის დიდი მოყვარული არ არის.

როგორც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი ფედერიკო ლომბარდი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, "ფინალი ძალიან გვიანაა და საეჭვოა, რომ პაპი ფრანცისკი და მისი წინამორბედი ერთმანეთს მატჩზე შეხვდნენ. თუმცა, შესაძლოა გეგმები შეიცვალოს. ვნახოთ ამ დღეებში რა მოხდება. მათ სურთ, რომ საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვოს".

12 ივნისს რომის პაპმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა.

"ყველას საოცარ მსოფლიო ჩემპიონატს გისურვებთ. ჭეშმარიტი ძმობის სულისკვეთებით ითამაშეთ", - ვკითხულობთ რომის პაპის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს