30 ბედნიერი წუთი ცხოვრებისგან სრულიად უფასოდ

30 ბედნიერი წუთი ცხოვრებისგან სრულიად უფასოდ

უბრალო სიხარულებს, სასიამოვნო მომენტებს, შესაძლოა, სათანადოდ არ ვაფასებდეთ. ეს არის ბედნიერი წუთების ჩამონათვალი, რომელთაც ცხოვრება უფასოდ გვაძლევს.  მაშ ასე, წარმოგიდგენთ ნუსხას, თუ რამ შეიძლება გაგვაბედნიეროს:

1. წვიმიან დღეს კარგად გამოძინება - წვიმის წვეთების ხმას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ასეთ დროს ლოგინში ნებივრობას არაფერი სჯობს.

2. ჯიბეში ოდესღაც ჩარჩენილი ფულის პოვნა  - ამან შეიძლება არ გაგამდიდროთ, მაგრამ იმ წუთზე სასიამოვნო არაფერია, როცა ჯიბეში ფულს იპოვით.

3. შემთხვევით შეხედოთ თვალებში ვინმე სიმპატიურს

4. ჩაყვინთოთ წყალში

5. მიიღოთ ფოსტით ნამდვილი, ქაღალდზე დაწერილი წერილი ან გზავნილი.

6. მოასწროთ ყვითელ შუქზე გადასვლა.

7. მოყვეთ სახალისო, საინტერესო ან ჭკუის სასწავლებელი ისტორია.

8. დაინახოთ, როგორ წაბორძიკდება თქვენი მეგობარი ბორდიურზე და როგორ ცდილობს ის ხელების საშუალებით წონასწორობის შენარჩუნებას.

9. გაიგონოთ საჭირო მუსიკა საჭირო დროს.

10. ცივი სასმელის პირველი ყლუპი, როდესაც ძალიან გწყურიათ.

11. თვალი მოკრათ საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სხეულის უხერხულ ნაწილს - მაგალითად, როდესაც ვინმე ზედმეტად დაიხრება.  

12. ვინმესთან ერთად რამე თქვა ერთდროულად - შესაძლოა, ეს ხშირად არ ხდებოდეს, მაგრამ აღიარეთ, რომ ასეთ მომენტში სიცილი გინდებათ.

13. იპოვოთ მოსახერხებელი ადგილი პარკინგისთვის.

14. გაიაზროთ, რომ ძილის დრო კიდევ გაქვთ.

15. დააკვირდეთ ხალხს - უბრალოდ დაჯექით სკამზე პარკში და დააკვირდით ადამიანებს.

16 ჩაიცვათ პირდაპირ საშრობიდან გამოღებული, ჯერ კიდევ თბილი ტანსაცმელი.

17. შეიგრძნოთ ნაცნობი სურნელი.

18 . იგრძნოთ, რომ თქვენმა იდეამ იმუშავა.

19. სუფთა თეთრეულში ნებივრობა.

20. ხედით ტკბობა.

21. მეგობრებთან ერთად ჩადენილი საქციელის გახსენება.

22. მოულოდნელი კომპლიმენტის მიღება.

23. გემრიელად გაცინება.

24. გულიანად ვარჯიში სპორტდარბაზში.

25. გახარება იმით, რომ ის, რასაც დიდხანს გიხსნიდნენ, როგორღაც მოულოდნელად გაიგეთ.

26. დაისვენოთ სახლის წინ არსებულ მინდორზე მზიან დღეს.

27. ხელი ჩაკიდოთ საყვარელ ადამიანს.

28. იჭყუმპალაოთ წყალში.

29. აიძულოთ ვინმე, გაიცინოს.

30. დაასრულოთ დაწყებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს