რატომ უყურებენ მამაკაცები პორნოგრაფიას

რატომ უყურებენ მამაკაცები პორნოგრაფიას

ზნეობრივი აღზრდის საკითხი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში აღელვებთ; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახლში უნდა ამოქმედდეს პორნოფილტრი. ფსიქოლოგები გამოყოფენ პორნოგრაფიის მიმართ ინტერესის რამდენიმე მიზეზს.

ზრდასრული ცხოვრებისთვის მზადება

ფსიქოლოგების აზრით, პორნოგრაფიისადმი ჭარბი ინტერესი აიხსნება იმით, რომ ადამიანებს მოსწონთ მისი ყურება. მამაკაცებს მხედველობითი აღქმა უფრო უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე თუნდაც სმენითი. ყველას გაუგონია გამოთქმა:

"ქალებს ყურებით უყვართ, ხოლო მამაკაცებს - თვალებით". პორნოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, სურათია, რომელიც ქმნის ცქერის, იქ ყოფნისა და სიუჟეტის გმირებთან საკუთარი თავის გაიგივების მაქსიმალურ ეფექტს. ცნობილია, რომ ეროტიკული განცდები მამაკაცებს უჩნდებათ დაახლოებით 11-12 წლის ასაკში, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ქალის შიშველი სხეულის დანახვის შესაძლებლობა ან არ არის, ან ძალიან მცირეა. ინტიმურ ცხოვრებამდე, რომელიც 16-17 წლის ასაკში იწყება, ასევე შორსაა. ისღა დარჩენიათ, უყურონ კინოს, რათა როგორმე მოიხსნან სექსუალური დაძაბულობა.

ინტიმური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როცა მამაკაცი პარტნიორთან ერთად უყურებს პორნოგრაფიას, ის უკეთ გაიაზრებს, რა სურს ინტიმურ ცხოვრებაში, რა აღაგზნებს სინამდვილეში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს