5 რამ, რაც ბავშვისგან არ უნდა მოითხოვო

5 რამ, რაც ბავშვისგან არ უნდა მოითხოვო

1. არ შეიძლება, ბავშვს აიძულო, მოიტყუოს

კიდეც რომ გეჩვენებოდეთ, რომ პატარა "სასარგებლო სიცრუე" არ არის საშიში, გახსოვდეთ: ყოველთვის თანმიმდევრული უნდა იყოთ აღზრდაში. თუ ბავშვს აქეზებთ ტყუილისკენ (მაგალითად: "მამას უთხარი, რომ იმ ფულით სათამაშო გიყიდე, რომელიც დაგემტვრა", ან: "ბებოს უთხარი, რომ ნიკამ კი არ დაგარტყა, წაიქეცი"), არ გაგიკვირდეთ, რომ თანდათან თქვენს მოტყუებასაც დაიწყებს და საერთოდაც, ტყუილს მიეჩვევა.

2. არ შეიძლება, ბავშვს ჭამა აიძულო

დღეს, როცა შიმშილობა არ ემუქრება ჩვენს შვილებს, პედიატრები გვირჩევენ, რომ არ დავაძალოთ პატარას ბოლო კოვზამდე ყველაფრის დამთავრება. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ თუ ბავშვს ჭამა არ უყვარს და ეს უბრალოდ მისი ხასიათია და არა რაიმე დაავადებით გამოწვეული, სადილის 10 კოვზი მაინც თუ მიიღო, ესეც ნორმალურია. დაძალებით მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებლობას.

3. ნუ დააძალებთ, მისთვის უინტერესო საქმე აკეთოს

თუ არ უნდა, რომ იკითხოს, ხატოს, იცეკვოს – ნუ აიძულებთ ამის კეთებას. დრო შეურჩიეთ, როცა ესიამოვნება და თქვენც მიეხმარეთ. იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს