რეზინის ე.წ. შლოპანცები მედიკოსებმა ყველაზე მავნე ფეხსაცმელად დაასახელეს. ორთოპედების შეფასებით, ამ ტიპის ფეხსაცმელი ვერ აფიქსირებს ტერფის თაღს, რის გამოც კუნთები იჭიმება და ქუსლის მყესები იძაბება. საბოლოოდ მუხლებში, მენჯსა და ზურგში სახსრების პრობლემებს ვღებულობთ.
"შლოპანცს", როგორ წესი, თხელი ძირი აქვს, ამიტომ ფეხი მჭიდროდ ებჯინება მიწას. ასეთი ძალით დაწოლა კი ძვლებისა და სახსრებისთვის უსაფრთხო არ გახლავთ. იმის გამო, რომ მეტისმეტად ღიაა, მის ფეხზე "გასაჩერებლად" ფეხისთვის ძალის დატანებაცაა საჭირო. მას განსაკუთრებით უნდა ერიდონ პაციენტები, რომლებიც ხელხემლის მიდამოში დისკომფორტს ხშირად განიცდიან.
გარდა იმისა, რომ ამ ღია ფეხსამოსში ტერფები აბსოლუტურად დაუცველია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიზიანოთ.