ან ქორწილი ან დაშორება - ირინა შეიკმა რონალდოს ულტიმატუმი წაუყენა

ან ქორწილი ან დაშორება - ირინა შეიკმა რონალდოს ულტიმატუმი წაუყენა

სუპერმოდელმა ირინა შეიკმა თავის საქმროს, ცნობილი ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს ქორწინებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა. მოდელს ყელში ამოუვიდა ლოდინი, რადგან რონალდო რამდენიმე წელია ქორწილს აჭიანურებს. ის ჯერ კიდევ ევრო-2012-ის დასრულების შემდეგ პირდებოდა საყვარელ ქალს ცოლად მოყვანას. ლოდინში უკვე მსოფლიო ჩემპიონატი 2014-ის ფინალი იწყება, ირინა კი კვლავ გასათხოვარია.

ამბობენ, ირინამ რონალდოს ბრაზილიის დამარცხებით გამოწვეული შოკის გადატანაც არ დააცადა და ულტიმატუმი წაუყენა - ან შემოდგომამდე ქორწილის თარიღს გამოაცხადებ ან ვეღარ მნახავო.

ირინას, როგორც საცოლის "გამძლეობაზე" ლეგენდები დადის. მან საყვარელი კაცს სხვა ქალისგან შვილის ყოლაც აპატია და ღალატზე გავრცელებული ჭორებიც, თუმცა როგორც ჩანს, მისი მოთმინებაც ამოიწურა.

საცოლის "აჯაყება" ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, რადგან ამჟამად მის კარიერაში ყველაზე მძიმე პერიოდია.

ირინა შეიკი და კრიშტიანო რონალდო 3 წელზე მეტია საზოგადოებში საქმროსა და საცოლის იმიჯით სარგებლობენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს