იცოდეთ, როგორ იცხოვროთ! - ბაბუას საოცარი წერილი შვილიშვილებს

იცოდეთ, როგორ იცხოვროთ! - ბაბუას საოცარი წერილი შვილიშვილებს

ხუთი შვილიშვილის ბაბუამ ჯეიმს ფლანაგანმა სიკვდილამდე მოასწრო და ბავშვებს წერილი დაუტოვა, სადაც ბედნიერი ცხოვრებისთვის საოცარ რჩევებს აძლევს. ამ წერილით მან არა მარტო თავის შვილიშვილებს, მსოფლიოს ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე სულ სხვა თვალით დაანახა.

ბაბუა ჯეიმსმა ეს წერილი თავის 72-ე დაბადების დღეზე დაწერა, სულ მალე კი გარდაიცვალა.

გთავაზობთ იმ ბრძნულ რჩევებს, რაც ბაბუამ შვილიშვილებს დაუბარა.

1. თითოეული თქვენგანი საოცარი ღვთიური საჩუქარია არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. ეს არასოდეს დაივიწყოთ, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როცა ეჭვის ქარიშხალი და იმედგაცრუების ელდა შემოგეჭრებათ სულში.

2. არავისი და არაფრის შეგეშინდეთ, როცა საქმე სიცოცხლით ტკბობას ეხება. უარს ნუ იტყვით თქვენს ოცნებებსა და იმედებზე, რაც არ უნდა მიუღწეველი და უცნაური ეჩვენებოდეთ ისინი სხვებს. ბევრი ვერ ბედავს თამამი ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე სხვები. გახსოვდეთ, ვისაც ქათმის ბულიონი არ მოაქვს, როცა ავად ხართ ან მხარში არ გიდგათ რთულ წუთებში, თქვენთვის არაფერს წარმოადგენს. ახლოს არ გაიკაროთ წუწუნა პესიმისტები, რომლებსაც სულ რაღაცის ეშინიათ და ყველაზე ხშირად იმეორებენ ფრაზას: "ჰო, მაგრამ ვაითუ... იქნებ..." დამიჯერეთ, იმაზე საშინელი არაფერია, როცა უკან მოიხედავ და აღმოგხდება - "უნდა გამეკეთებინა, უნდა გამებედა, უნდა მენახა"... გარისკეთ და შეცდომებიც დაუშვით, ცხოვრების მარილი ამაშია.

3. ყველანი ამ სამყაროში ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ვიღაც-ვიღაცები გვაჯერებენ, რომ სხვებზე აღმატებულნი არიან, მაგრამ არ დაიჯეროთ. მათაც ჩვეულებრივი ეჭვი, შიში და იმედები გააჩნიათ. ისინიც ჩვენსავით ჭამენ, სვამენ და გაზებს უშვებენ, ამიტომ ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენეთ ავტორიტეტები, თუმცა ჭკვიანურად გადაწყვიტეთ.

4. შეადგინეთ სია, რისი გაკეთებაც გინდათ ცხოვრებაში: სადმე წასვლა, რაიმეს სწავლა, ვინმესთან შეხვედრა... გრძელი სია დაწერეთ და ეცადეთ, ყოველ წელს შეასრულოთ იქიდან რამდენიმე. ოღონდ დაივიწყეთ ფრაზები: "ამას მომავალ კვირას, შემდეგ თვეში ან გაისად გავაკეთებ".

5. იხელმძღვანელეთ ირლანდიური ანდაზით: "შეაქეთ ბავშვი და ის წარმატებული გაიზრდება".

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს