ვერძი
მზად იყავით, გარშემო მყოფებმა შეიძლება პროვოკაცია მოგიწყონ ან ცრუ ინფორმაცია მოგაწოდონ. გააქტიურდებიან არაკეთილმოსურნეებიც. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განვლოთ ეს დღე.
კურო
გახსოვდეთ, რომ მართვის სადავე მხოლოდ თქვენს ხელთაა და სხვას ნუ მისცემთ თქვენი მანიპულირების უფლებას. ეს სამსახურის სფეროსაც ეხება და პირად ცხოვრებასაც.
ტყუპი
დღეს უამრავი შეხვედრა, მოლაპარაკებები და საქმეების განხილვა გელით. ეცადეთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს არ გაეარშიყოთ. პირიქით, საქმიანი იმიჯი შეიფერეთ და ამით უფრო მოიგებთ.
კირჩხიბი
დღის ძირითადი საზრუნავი ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად. აგრეთვე, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლადაც.
იხილეთ გაგრძელება