ხმის მიცემა ტუალეტში ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად

ხმის მიცემა ტუალეტში ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად

ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი ბიძინა ჭიჭიკლიშვილი, მოადგილედ კი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ზაქარია ქინქლაძე განიხილებოდა. 13 ივლისს, საკრებულოს სხდომის დღის წინა საღამოს საკრებულოს წევრები გამგებლის, ბექა ბაიდაურის კაბინეტში დაიბარეს. შეხვედრაზე სკაიპით კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ჩაერთო. საკრებულოს წევრებს მოსთხოვეს თავმჯდომარედ გელა ჯუგაშვილი აერჩიათ, მოადგილედ კი თამაზ წითელაური.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჭიჭიკლიშვილის და ქინქლაძის კანდიდატურები ზურაბ ზვიადაურსა და ზაქარია ქინქლაძეს შორის დაპირისპირების გამო დაიბლოკა.

საკრებულოს სხდომას 30 დეპუტატიდან 4 - არ ესწრებოდა, მათ შორის ბიძინა ჭიჭიკლიშვილი და ზაქარია ქინქლაძე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი გიორგი ლორთქიფანიძე (შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე) და არჩილ შათირიშვილი (ქართული ოცნება).

საკრებულოს თავმჯდომარედ გელა ჯუგაშვილის კანდიდატურა კოალიციის წევრებმა, მამუკა ხოლეგაშვილმა და არჩილ მექვევრიშვილმა დააყენეს.

ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ჩატარდა. დეპუტატები არჩევანს ტუალეტში აკეთებდნენ. ურნაში ბიულეტენების ჩაგდების დროს ჩანდა, რომელმა დეპუტატმა რა არჩევანი გააკეთა.

ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ 18-მა დეპუტატმა გელა ჯუგაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, 8 წინააღმდეგი იყო.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა