2 წლის გოგონას მუმია თვალებს ახელს და ხუჭავს

2 წლის გოგონას მუმია თვალებს ახელს და ხუჭავს

როზალია ლომბარდო 1920 წელს 2 წლის ასაკში ფილტვების ანთებით  გარდაიცვალა. მის სხეულს, მამის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც შვილის დაკარგვას ძალიან განიცდიდა, ბალზამირება გაუკეთეს და პალერმოში (იტალია) კაპუცინების კატაკომბებში მოათავსეს. ბალზამირების განსაკუთრებული ტექნიკის წყალობით გოგონა დღემდე არა გარდაცვლილს, არამედ მძინარეს ჰგავს. ამის გამო მას "მძინარე მზეთუნახავის" სახელითაც მოიხსენიებენ.

94 წლის შემდეგაც როზალიას სხეულზე გახრწნის კვალი არ შეიმჩნევა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ, თვითმხილველთა თქმით, დღეში რამდენჯერმე როზალია თვალებს ახელს და კვლავ ხუჭავს.

სპეციალისტებმა ამ მოვლენას მარტივი და ყოველგვარ მისტიურობას მოკლებული ახსნა მოუძებნეს.

"ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც მუმიის სახეზე დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს სინათლის განსხვავებული კუთხეებიდან დაცემა იწვევს", - ამბობს კატაკომბების ზედამხედველი დარიო პიომბინო-მასკალი. მისი თქმით, გოგონას ქუთუთოები ბოლომდე დახუჭული არც არასდროს ჰქონია, ამის წყალობით იქმნება სწორედ ის ოპტიკური ილუზიაც, რაც მზის სხივების დაცემის კუთხეზეა დამოკიდებული.

მომზადებულია Mirfactov.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს